როგორ ვასწავლოთ ძაღლს ბრძანება "შეჩერდი!"?
როგორ ვასწავლოთ ძაღლს ბრძანება "შეჩერდი!"?
წვრთნის პროცესში ძაღლზე მოქმედებს სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორი, რის გამოც მან შესაძლოა, შეასრულოს სრულიად განსხვავებული ქმედებები: დაიწყოს ყეფა, გაეკიდოს სხვა ცხოველს და ა.შ.

მსგავსი სიტუაციების დროს, მწვრთნელმა დროულად უნდა მოახდინოს ძაღლის დამორჩილება. ამის გაკეთება შესაძლებელია სპეციალური რეფლექსური ქმედებით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოუმუშავდეს შინაურ ცხოველს.


სიტყვიერი რეფლექსი: ხმოვანი ბრძანება „არა“ (fu, ანუ faugh) წარმოითქმის მკაცრი ინტონაციით.
უსიტყვო რეფლექსი: საბელის მკვეთრი გამოწევა (რბილად), შეჩერება ყელსაბამზე ხელის მოკიდებით.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ძაღლთან კონტაქტის, დამორჩილების შედეგად ვლინდება.

წვრთნის ტექნიკა და მისი მეთოდები

ძაღლი უნდა გყავდეთ
გრძელი საბმელით და დააკვირდეთ, როგორ მოქმედებს ის გამაღიზიანებელ ფაქტორებთან შეხვედრისას. თუ ცხოველი ცდილობს მათზე აგრესიულ
ზემოქმედებას (ყეფა, თავდასხმა, დადევნება), მწვრთნელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს სიტყვიერი რეფლექსი „არა“ (fu) და საბელი თავისკენ ძლიერად მოქაჩოს.

საბმელის გაწევის ძალა მწვრთნელმა თავად უნდა განსაზღვროს, რაც დამოკიდებულია ძაღლის ინდივიდზე. მას შემდეგ, რაც ძაღლი არასასიამოვნო ქმედებას შეწყვეტს, ის უნდა დაჯილდოვდეს სასუსნავით და სეირნობა გააგრძელოს.

ძაღლი ყოველი სეირნობისას რამდენჯერმე ავარჯიშეთ. წვრთნის ფარგლებში ამოცანა გაართულეთ. შეარჩიეთ ადგილები, სადაც „გამაღიზიანებელი“ ფაქტორების სხვადასხვა ვარიანტია (ქუჩა, დასახლებული ადგილი, სხვადახვა სუნი, ცხოველები).

წვრთნის ამ ეტაპზე იმოქმედეთ გრძელი საბელით. საბელის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძაღლი მითითებაზე „არა“ (fu) დაგემორჩილებათ.

წვრთნის წარმატებულად დასრულება ნიშნავს, რომ ძაღლი გამაღიზიანებელ ფაქტორებზე არ რეაგირებს და პირველივე ბრძანებაზე გემორჩილებათ.


მწვრთნელების მიერ დაშვებული შეცდომები:

1. როდესაც მწვრთნელი იყენებს მტკივნეულ რეფლექსებს (დარტყმა), რის შედეგადაც ძაღლი ითრგუნება.

2. მწვრთნელი, რომელიც ძალიან ხშირად იყენებს ბრძანებას „არა“ (fu), შედეგად ეს სიტყვა ძაღლისთვის არაფრისმთქმელი ხდება.

3. ბრძანება „არა“ (fu) წარმოთქვით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
შენიშვნა: არასოდეს დაარტყათ ძაღლს და არ დააშინოთ სხვადასხვა საგნით. წვრთნის დროს შეგიძლიათ, ხელი მსუბუქად მოარტყათ კუნთოვან არეში, ისიც გამოუვალი სიტუაციის დროს.

წვრთნა უნდა გადაიქცეს თამაშად და არა ძაღლის წვალებად. მას უნდა უხაროდეს თქვენთან ერთად ვარჯიში და ეს არ უნდა იყოს მისთვის სტრესის მომტანი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?