უპატრონო ძაღლი ორი ფეხით და მისი დედობრივი ერთგულება
უპატრონო ძაღლი ორი ფეხით და მისი დედობრივი ერთგულება
ისევე როგორც საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იტანჯებიან ძაღლები შიმშილით, სიცივით, დაავადებებით და მათ პატრონი არ ჰყავს, რომ დახმარება გაუწიოს.

სი-ბაოს ისტორია ყველა ცხოველთა მოყვარულს თვალზე ცრემლს მოჰგვრის და არა მარტო ცხოველთა მოყვარულს. ეს ჩია ტანის ძაღლი ჩინეთის ქუჩებში უპატრონოდ დადიოდა ყოველდღიური საკვების მოსაპოვებლად, თუმცა მას ჰყავდა პატრონი, რომელიც მისი ყურადღებით თავს არ იწუხებდა და საბოლოოდ სი-ბაო ქუჩაში გააგდო.

ერთ დღეს, საკვების მოსაპოვებლად, რკინიგზის მოდამოებში გამოსულ მშიერ სი-ბაოს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც უკანა ორი კიდური დაკარგა.

Zooclub

ამის შემდეგ, მან ოთხი ჯანმრთელი ლეკვი გააჩინა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ დედა ძაღლს  უკანა კიდურები არ ჰქონდა, ის მაინც იბრძოდა სიცოცხლისთვის.

Zooclub

სი-ბაო განსაკუთებით ზრუნავდა
თავის პატარა ლეკვებზე.  ის ყოველდღე გაჭირვებით უწევდა წინა თათებით სიარული, რათა საკვები მოეპოვებინა და მისი ლეკვები შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

Zooclub

ერთ დღეს ძაღლი  გოგონამ შემთხვევით შეამჩნია და გადაწყვიტა ლეკვებთან ერთად სახლში წაეყვანა. გოგონამ ასევე იზრუნა, რომ ეს პატარა არსებები გაეჩუქებინა კეთილ ადამიანებზე, რათა ისევ ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ.

ჩინეთში 130 მილიონზე მეტი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან გადადიან დიდი ქალაქის მაღალ სართულიან სახლებში და იქ ფაქტობრივად ადგილი არ არის ცხოველების ყოლისთვის, ამიტომაც უმეტესობა უგულო პატრონი ძაღლს ქუჩაში ტოვებს (ამას ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთის სახელმწიფო უპატრონო შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით).

იმედია სან-ბაო, მისი ლეკვები და კიდევ უამრავი უპატრონო ცხოველი იპოვის ახალ პატრონსა და მათთან გააგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას.
ტეგები
nim
მუდამ ერთუგლს მე შინაურ "ცხოველებს" ვიცნობ, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად გვერდიდან არ მოგშორდებიან... შინაური ცხოველების სიყვარული ცხოვრებაში ბევ რამეში გამოგადგება... პატარობიდან არ მაკლდა მათი სიყვარული და არც მომავალში არ ვაპირებ მაგის მოკლებას :)
ოკ
ჩემი ღრმა რწმენით, სიყვარული და ერთგულება უნდა ვისწავლოთ მათგან და ადამიანების სამყარო უფრო კეთილი გახდება.
LIZA
ღმერთმა გაახაროს ყველა ასეთი ღვთისნიერი ადამიანი. ძაღლები არიან ბეწვში გახვეული ანგელოზები რომლებიც ცხოვრებას გვილამაზებენ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?