უსაყვარლესი მალტეზე კოკო, რომელსაც ძალიან მოსწონს ადამიანივით სიარული (სახალისო ფოტოები)
უსაყვარლესი მალტეზე კოკო, რომელსაც ძალიან მოსწონს ადამიანივით სიარული (სახალისო ფოტოები)
მალტეზეს ჯიშის ძაღლს, სახელად კოკოს, ძალიან მოსწონს უკანა თათებზე სიარული, ხოლო მისი პატრონი ცხოველის მცდელობებს მუდმივად ფოტო ობიექტივზე აღბეჭდავს.

პატრონი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც კოკომ ორ თათზე სიარული ისწავლა, ფუმფულა ბინადარმა გადაწყვიტა, რომ ეს მდგომარეობა მისთვის გაცილებით კომფორტულია და ყოველთვის ადამიანივით სიარულს ცდილობს.

ძაღლის პატრონს, კეიტი ლოჩნერს ორი მალტეზე ჰყავს - კოკო და სისი. კეიტიმ სპეციალიურად მათთვის ინსტაგრამის გვერდიც გააკეთა, სადაც ამ უსაყვარლეს ცხოველებს 231 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავთ.

Zooclub

"კოკო საოცრად კეთილი და მეგობრულია. მისთვის ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დიდი ბედნიერებაა.
მეტიც, მას შეუძლია თავისი საყვარელი სათამაშოები მიატოვოს და ადამიანებთან ერთად მთელი დღე გაატაროს", - ამბობს
კეიტი.

Zooclub

როგორც პატრონი აღნიშნავს, კოკო მარტივად სწავლობს ბრძანებებს. "წვრთნის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ის უშეცდომოდ ასრულებდა მითითებებს. მით უმეტეს, გემრიელი სასუსნავის სანაცვლოდ, კოკო ყველაფრისთვის მზადაა".

იხილეთ სახალისო ფოტოები

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ელამი კატა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს

ამ კატებს ქუდების დიდი კოლექცია აქვთ, რომლებიც მათივე ბეწვით დაამზადეს

ვინი - ძაღლი, რომელიც ანიმაციური ფილმის გმირს ჰგავს
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?