როგორ უნდა ასწავლოთ ძაღლს თქვენს გვერდით სიარული?
როგორ უნდა ასწავლოთ ძაღლს თქვენს გვერდით სიარული?
როდესაც ძაღლს მისცემთ ბრძანებს -"გვერდით", ის უნდა დადგეს თქვენგან მარცხენა მხარეს ისე, რომ მისი მხარი თქვენი ფეხის გასწვრივ იყოს და ასე განაგრძოს სვლა, სანამ მას სასეირნოდ არ გაუშვებთ.


ძაღლმა ბრძანება უნდა შეასრულოს საბელით და მის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავარჯიშო მარტივად გეჩვენებათ, ცხოველისთვის საკმაოდ რთულია.

ლეკვისთვის ამ ბრძანების სწავლა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც ის საბელით სიარულს შეეჩვევა.


უკეთესია, თუ შინაური ცხოველის გაწვრთნას 6 თვიდან დაიწყებთ, რადგან ბრძანება "გვერდით" გარკვეულწილად დაფუძნებულია დაძალებასთან, რა დამოკიდებულებაც პატარა ლეკვისთვის არ არის მიზანშეწონილი.

როგორ
უნდა ვასწავლოთ ძაღლს  ჩვენს გვერდით სიარული?


ლეკვს გაუკეთეთ საბელი და დაიწყეთ წინ სვლა. მას მიეცით
ბრძანება "გვერდით" და საბელის დახმარებით დააყენეთ საჭირო პოზიციაზე. ამ მდგომარეობაში გაიარეთ რამდენიმე ნაბიჯი, რის შემდეგაც საბელი შეგიძლიათ მოადუნოთ.

თუ შინაური ცხოველი თქვენს გვერდით სვლას განაგრძობს, აუცილებლად შეაქეთ. მოქმედების დროს, ძაღლს სასუსნავი არ მიაწოდოთ, რადგან შეიძლება დაიბნეს.

თუ ძაღლი არ გიჯერებთ (მიდის გვერდით ან წინ), ვარჯიში თავიდან დაიწყეთ. საბელი გასწიეთ ფრთხილად, ყოველგვარი ჩხუბისა და უხეში მოძრაობის გარეშე.

წვრთნის პროცესში იარეთ წინ და ერთი სიჩქარით. პროცესი დაასრულეთ მაშინ, როცა ძაღლი ბრძანებას დაემორჩილება. თუ შინაურმა ცხოველმა თქვენს მოთხოვნაზე მხოლოდ 5 ნაბიჯი გადადგა, ეს არ არის მნიშვნელოვანი. საბელი მოუშვით, გვერდით გაიწიეთ და მიეცით ძაღლს მომდევნო ბრძანება - "ისეირნე". სწორედ მას შემდეგ შეგიძლიათ ძაღლს სასუსნავი მისცეთ.

თუ ძაღლი პერიოდულად საბელს ეწევა, არ შეაქოთ ის და არ დაასრულოთ ვარჯიში.

როდესაც ძაღლი ხვდება, თუ რას ითხოვენ მისგან, ის იწყებს საბმელზე დამორჩილებას. ამ შემთხვევში, შესაძლოა, ძაღლმა ბრძანება დაარღვიოს, თუმცა, თქვენის მხრივ, ყოველთვის ეცადეთ ამის გამოსწორება.

Zooclub


შემდეგი ეტაპი:

სანამ მოქმედებას დაიწყებთ, აუცილებლად წარმოთქვით ბრძანება "გვერდით!" როდესაც შეძლებთ პირდაპირ სვლას, ეცადეთ ძაღლს ასწავლოთ თქვენს გვერდით და ამავე დროს სხვადასხვა ტემპში სიარული. ამის გაკეთება შემდეგი მეთოდით შეგიძლიათ: უბრძანეთ ძაღლს თქვენს გვერდით სვლა და გააკეთეთ რამდენიმე ნაბიჯი პირდაპირ, ხოლო შემდეგ მცირედით შეცვალეთ ტემპი (ან მიმართულება). თუ ძაღლი გვერდით ან წინ წავიდა, უბრძანეთ "გვერდით" და საბელის დახმარებით ცხოველს დააკავებინეთ სწორი პოზიცია. თუ ძაღლი ბრძანებს სწორედ შეასრულებს, შეაქეთ იგი.

მიაქციეთ ყურადღება: ტემპის შეცვლის დროს ბრძანების წარმოთქმა -"გვერდით!", არ უნდა იყოს უბრალო მოქმედების ნიშანი, ძაღლისთვის ეს უნდა ნიშნავდეს ვალდებულებას. თუ ხმოვანი ბრძანება არ მოქმედებს, შეგიძლიათ, საბელით მოქაჩოთ. უნდა ასწავლოთ ძაღლს, დამოუკიდებლად აღიქვას სიარულის ტემპი და მიმართულება, თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ  მას არ შეუძლია, მოახდინოს რეაგირება რადიკალურად შეცვლილი მიმართულების ან ტემპის, ამიტომ ამის მოთხოვნას აზრი არ აქვს.

Zooclub


გავრცელებული შეცდომები:

უხეში შეცდომა - ბრძანების მიცემა მას შემდეგ, რაც საბელს მოქაჩავთ. ნუ დაკარგავთ საკუთარ თავზე კონტროლს და მიაქციეთ ყურადღება თქვენს ქმედებებს.

სიჩქარის ან მიმართულების ხშირი ცვლა.

ძაღლის ტარება ბოლომდე მჭიდროდ მოქაჩული საბელით.

ბრძანების გამეორება ხშირად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, როდესაც გეჩვენებათ, რომ ძაღლი არასწორი მიმართულებით მიდის. თუ ცხოველმა იცის, რას ითხოვთ მისგან და ცოტა მოგშორდათ, უბრალოდ საბელით თქვენკენ მსუბუქად გამოსწიეთ. ერთდროულად ბრძანება და საბმელის მოქაჩვა გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, თუ ძაღლს ყურადღება სხვა საგნებზე გადააქვს.

არ შეიძლება ძაღლს ბრძანების შესრულება ასწავლოთ მუქარის ტონით, რადგან ძაღლი ამ მოქმედებას დასჯად აღიქვამს.

წვრთნის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ნუ გადახვალთ საბელის გარეშე ვარჯიშზე, რადგან ამ მოქმედებით ცხოველს დააბნევთ.

და ბოლოს, ნუ გადააქცევთ ძაღლის წვრთნას მის ტანჯვად. მისთვის ვარჯიშის პროცესი უნდა იყოს სახალისო და გასართობი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოველი დაითრგუნება და შესაძლოა, ამას არაადეკვატური ქცევებიც დაერთოს.

ასევე იხილეთ: 

რატომ არასოდეს სჯის საკუთარ ძაღლებს ცეზარ მილანი და რას გვირჩევს ის, თუ ძაღლი რამეს აშავებს?

როგორ ვასწავლოთ ძაღლს "დაკარი თათი!"?

როგორ ვასწავლოთ ძაღლს ბრძანება "შეჩერდი!"?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?