როგორ გამოიყურება სამოედის ლეკვი სეირნობის შემდეგ (სახალისო ფოტოები)
როგორ გამოიყურება სამოედის ლეკვი სეირნობის შემდეგ (სახალისო ფოტოები)
რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა სამოედის ჯიშის ლეკვის ფოტო, სახელწოდებით: "მანამდე და სეირნობის შემდეგ". ძაღლის სხეული ტალახშია ამოსვრილი, გარდა მისი სახისა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავდა, რომ ეს ფოტოშოფია, მაგრამ ლეკვის პატრონმა კომენტარებში საყვარელი ბინადრის შესახებ სრული სიმართლე დაწერა.

გაიცანით ონნი - ხუთი თვის სამოედი ფინეთიდან.

Zooclub

ამ დღეს პატრონები ლეკვთან და მის დასთან, მადოისთან ერთად სასეირნოდ გავიდნენ, თუმცა, ისინი არ ელოდებოდნენ, თუ როგორ მდგომარეობაში დაბრუნდებოდა ონნი თავის დასთან თამაშის შემდეგ.

"თავიდან შოკში ვიყავით, ვერ წარმოგვედგინა, თუ რამდენ ხანს დასჭირდებოდა ონნის
ბანაობა ტალახის მოსაშორებლად, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ის საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება და გადავწყვიტეთ, მისთვის ფოტოები
გადაგვეღო", - ამბობს ლეკვის პატრონი ლოტა.

Zooclub

"ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ სპეციალურად მოვაშორეთ მას ტალახი სახიდან ან ფოტო მონტაჟი გავაკეთეთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ონნი ყოველი სეირნობისას და თამაშის შემდეგ ასე გამოიყურება. მისი სახე სუფთა დარჩა, რადგან ამ ადგილზე ბეწვი დაბალი აქვს და არ დაბინძურდა", - წერს კომენტარებში ლოტა.

Zooclub

სამოედის ჯიშის ძაღლი გამოირჩევა ორმაგი ბეწვით, რომელიც შედგება სხეულის ზედაპირზე გრძელი, ხოლო მის ქვეშ ხშირი, რბილი და მოკლე თივთიკით. მიუხედავად იმისა, რომ სეირნობის შემდეგ ონნი ჭუჭყიანია, მის ბეწვს უნარი აქვს თვითგასუფთავების - გასუფთავებამდე, აუცილებელია, ბეწვი გაშრეს.

Zooclub

ონნის ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა და, როგორც ჩანს, ლეკვს საერთოდ არ აწუხებს ბეწვზე არსებული ტალახი, მისთვის მთავარია რაც შეიძლება ბევრი ითამაშოს თოვლში თავის დასთან ერთად.

Zooclub

აი, ასე გამოიყურება ონნი, ყოველი სეირნობის შემდეგ:

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ოჯახმა ჰასკი ერთი საათით მარტო დატოვა...

რატომ უყვართ ძაღლების უმეტესობას ტალახში გორაობა?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?