რომელი ჯიშის ძაღლია ბავშვისთვის იდეალური
რომელი ჯიშის ძაღლია ბავშვისთვის იდეალური
ყოველი ჯიშის ძაღლს, თავისი ხასიათი და დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ. სანამ თქვენს შვილს თხოვნას შეუსრულებდეთ და პატარა ლეკვს აჩუქებდეთ, მანამდე სასურველია იცოდეთ, რომელი ჯიშის ძაღლი იქნება თქვენი შვილისთვის საუკეთესო კომპანიონი. 

ძაღლი, რომელიც საუკეთესო კომპანიონი გახდება თქვენი ბავშვისთვის:

ბულდოგი
ბულდოგი მშვიდი ხასიათის ჯიშია; ზანტი და თვინიერი ცხოველია. ძალიან კარგად ეწყობა სხვა ცხოველებს და ასევე ძაღლებს, რომლებიც მის გარშემო ცხოვრობენ. ბულდოგს უყვარს ბავშვებთან მეგობრობა. ის თავს კომფორტულად გრძნობს როგორც დიდ სახლში, ასევე პატარა ბინაში. ეს ჯიში ბავშვისთვის იდეალური კომპანიონი იქნება.

Zooclub

ბიგლი
ბიგლი
აქტიური ძაღლია, მის გენებში მონადირის ინსტინქტებია, ამიტომ მოუსვენარი და აქტიური ბავშვებისთვის ეს ჯიში საუკეთესო კომპანიონი
იქნება. ეს ძაღლი არასოდეს იღლება ბავშვებთან თამაშით, ძალიან მეგობრული და მხირაული ცხოველია. თუმცა, სხვა ძაღლებთან შედარებით მეტ ყურადღებასა და მოვლას ითხოვს.

Zooclub

კოლი
ძალიან ფაქიზი და ჭკვიანი ძაღლია. იოლად სწავლობს ბრძანებებს, აგრესია თითქმის არ გააჩნია. საუკეთესოა ოჯახისთვის, ვისაც სახლში ბავშვი ჰყავს. ის თქვენი შვილის საუკეთესო დამცველი და მეგობარი იქნება.

Zooclub

ნიუფაუნდლენდი
ამ ჯიშს ძალიან უყვარს ბავშვები, ის მომთმენი, კეთილი და მეგობრული ჯიშია. იოლად ახდენს ადაპტირებას ახალ ოჯახთანაც და თუ, სახლში პატარა ბავშვია, ნიუფაუნდლენდი მისი ერთგული დამცველი იქნება.

Zooclub

ვიჟლა
ამ ჯიშის ძაღლის ყოლა კარგია მოზრდილი (6-7 წლის ზევით) ბავშვებისთვის. ვიჟლა აქტიური ჯიშია და იმ ოჯახებს, რომლებსაც უყვართ აქტიური ცხოვრება, მათთვის შესაფერისი კომპანიონი იქნება. ვიჟლა იოლად სწავლობს ბრძანებებს. ეს ჯიში, მშვიდობისმოყვარე და კეთილი თვისებებით გამოირჩევა.

Zooclub

ირნალდიური სეტერი
ამ ენერგიული ჯიშის ძაღლს ძალიან უყვარს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და მოსწონს ბავშვებთან თამაში. იდეალურია, თუ თქვენ სახლს ეზოც აქვს, რადგან მას სივრცე სჭირდება. აქტიურ და ენერგიულ ბავშვებს აუცილებლად მოეწონებათ ირლანდიური სეტერი, როგორც კომპანიონი ცხოველი.

Zooclub

პუდელი
პუდელი ძალიან ჭკვიანი და ნაზი არსებაა. საუკეთესოა იმ ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის, რომლებსაც ცხოველის ბეწვზე ალერგია  აქვთ. თუმცა პუდელის მოვლა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს; რადგანაც მის ბეწვს ხშირი მოვლა სჭირდება. მისი მომთმენი და მშვიდი ხასიათი ყოველთვის იდეალურს ხდის ბავშვთან თამაშს.

Zooclub

ლაბრადორ რეტრივერი
ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა მსოფლიოში. მას ძალიან უყვარს ბავშვებთან თამაში. მომთმენი, სანდო და კეთილი ძაღლია. მისი დადებითი თვისებები, მეტყველებს იმას, რომ ის საუკეთესო შინაური ბინადარი იქნება ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვი ჰყავს სახლში.

Zooclub

ოქროსფერი რეტრივერი
ეს ულამაზესი არსება ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იქნება თქვენი შვილისთვის. ამ ჯიშის ძაღლი გამოირჩევა მომთმენი, თბილი და კეთილი თვისებებით. მას ძალიან უყვარს თამაში და ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.

Zooclub

ტეგები
anna
ირლანდიური სეტერი გვკავს მარტლაც იდიალური ძაგლია ბავშვისთვის გიჟდება მათთან თამაშზე მოსიყვარულე და საყვარელი
!
ყველა ძაღლია ბავშვისთვის იდეალური, განურჩევლად ჯიშისა, იმიტომ რომ ყველას ერთი ალალი, სუფთა გული აქვს და უანგარო სიყვარული შეუძლიათ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?