უსინათლო ძაღლმა გოგონა სიკვდილსგან იხსნა (+ვიდეო)
უსინათლო ძაღლმა გოგონა სიკვდილსგან იხსნა (+ვიდეო)
ნორმანი ერთი წლის იყო, როდესაც ახალმა პატრონმა ძაღლების თავშესაფრიდან წამოიყვანა. რამდენიმე თვის შემდეგ ძაღლი დაბრმავდა, თუმცა ის ძველებურად ბედნიერი და სიცოცხლით სავსე იყო. 

"ის უსინათლოა, თუმცა ძველებურად ხალისიანი და ჩემს ხმაზე ყოველთვის რეაგირებს." – ამბობს ძაღლის პატრონი.

ერთ დღეს, როდესაც ნორმანი და მისი პატრონი მდინარის პირას სასეირნოდ გამოვიდნენ, ძაღლს წყლიდან ყვირილის ხმა მოესმა. ის მაშინვე გაიქცა მდინარისკენ, სადაც გოგონა იხრჩობოდა და ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას. ნორმანი წყალში შევიდა, თუმცა გაუჭირდა გოგონას მოძებნა, რადგან ვერ ხედავდა. 

Zooclub

"მე დავუძახე გოგონას, რომ მისთვის
ნორმანი დაეძახა და ძაღლი დაეხმარებოდა. ნორმანმა მართლაც შეძლო მისი გადარჩენა." – იხსენებს ძაღლის პატრონი.

იხილეთ ვიდეო

ბრმა ძაღლმა შეძლო გოგონას პოვნა და მისი ნაპირზე გამოყვანა. ყველა მის გმირულ საქციელზე ლაპარაკობდა. დღეს გადარჩენილი გოგონა ლიზა და ნორმანი საუკეთესო მეგობრები არიან.

ტეგები
ანი
ღმერთო, რა ბედნიერებაა ასეთი რომანი, რომ გეყოლება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?