error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/5771955c75bf4ef6112c10017fc23ee2.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ერთგული ძაღლი პატრონს საავადმყოფოს საწოლთან ელოდა, ცხოველი ვერ ხვდებოდა, რომ ის არასოდეს დაბრუნდებოდა
ერთგული ძაღლი პატრონს საავადმყოფოს საწოლთან ელოდა, ცხოველი ვერ ხვდებოდა, რომ ის არასოდეს დაბრუნდებოდა
ძაღლის ერთგულება პატრონის მიმართ დიდი ხანია ყველასთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ ოთხფეხა მეგობრები ყოველ ჯერზე გვაოცებენ თავიანთი სიყვარულით და გულს გვითბობენ ემოციური ქცევებით.

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც ნიუ-ჯერსის ცხოველთა მოყვარულები არიან შეკრებილნი, რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა სტატუსი ერთადერთ ფოტოსთან ერთად, რამაც ჯგუფის წევრებში დიდი ემოცია გამოიწვია.

ფოტოზე 3 წლის ძაღლი, სახელად მუსი, მოწყენილი ზის საავადმყოფოს ცარიელ საწოლთან. ის პატრონის დაბრუნებას ელოდება, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, - წერს გამოცემა Unilad-ი.

ფოტოს კომენტარებში გაირკვა, რომ მუსი ლაბრადორის მეტისია, რომელიც გარშემომყოფებს თავის სიყვარულსა და სითბოს
მუდმივად უზიარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ის პატრონის დაკარგვას დარდობს.

Zooclub

მუსის პატრონის გარდა არავინ ჰყავდა, ამიტომ
მარტო დარჩენილი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ეს ისტორია საოცრად ემოციური აღმოჩნდა, მათ ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, რის შედეგადაც ფოტოს რამდენიმე დღეში 5,3 ათასი მოწონება და 4,4 ათასი გაზიარება ჰქონდა.

საბედნიეროდ, კეთილი ადამიანების ერთიანი ძალისხმევა ძაღლს დაეხმარა და რამდენიმე დღის შემდეგ ის თავშესაფრიდან მზრუნველმა ოჯახმა აიყვანა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ხიდან ჩამოვარდნილ პატრონს ძაღლი სასწრაფოს მოსვლამდე ეხუტებოდა

ორსული ქალი კლინიკაში მივიდა, ექიმებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ის რაღაცას მალავდა

წვიმასა და ქარში ძაღლი კლდოვან ნაპირს არ შორდებოდა... ერთ დღეს ადგილობრივებმა ამის მიზეზი გაიგეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?