ორსული ქალი კლინიკაში მივიდა, ექიმებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ის რაღაცას მალავდა
ორსული ქალი კლინიკაში მივიდა, ექიმებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ის რაღაცას მალავდა
როდესაც მოხუცი კლინიკაში მოხვდა, ამ ფაქტს მისი შვილიშვილი შელბი  ძალიან განიცდიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცს სამედიცინო დაწესებულებაში სულ რაღაც 3 დღე უნდა გაეტარებინა, ის თავის ჯანმრთელობაზე მეტად სახლში დატოვებულ ერთგულ ძაღლზე დარდობდა.

შვილიშვილმა იცოდა, თუ რა გაამხიარულებდა ბებიას. ეს გახლდათ მისი შინაური ბინადარი პეტსი, რომელიც მან 13 წლის წინ გადაარჩინა. ამ ხნის განმავლობაში, მოხუცი ძალიან  მიეჯაჭვა ცხოველს და ისინი მთელ დროს ერთად ატარებდნენ. ამიტომ, შელბიმ გადაწყვიტა, ცხოველი კლინიკაში ექიმებისგან  მალულად მიეყვანა.

Zooclub

მან მოიხვია პლედი, პეტსი ხელში აიყვანა და შეფუთა, ისე
თითქოს ორსული იყო.

Zooclub

"ორსული" შელბი ბებიასთან კლინიკაში მივიდა. ექიმებს უჩვეულო არაფერი შეუმჩნევიათ, ხოლო პატარა პეტსი, თითქოს გრძნობდა გოგონას ჩანაფიქრს, მშვიდად და უმოძრაოდ ემორჩილებოდა მას. როდესაც შვილიშვილმა ოთახის კარი გააღო, მოხუცი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რა სიურპრიზი ელოდა.

მისი სევდა სიხარულმა შეცვალა. იგი დიდხანს ეფერებოდა და კოცნიდა ძაღლს. პეტსი კი წკმუტუნებდა და ქალის საწოლზე დარბოდა.

Zooclub

"ბებია ყოველთვის განიცდის, როდესაც პეტსის მარტო ტოვებს. კლინიკაში ყოფნისას არაერთხელ ახსენა თავისი შინაური ცხოველი. ამიტომ, ექიმებს თავი ორსულად მოვაჩვენე  და შეხვედრაც შედგა", - ამბობს შელბი.

გოგონა არ ელოდა, რომ ფოტოები ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდებოდა და ამ ისტორიით ათასობით ადამიანი დაინტერესდებოდა.

Zooclub

ხნიერი ქალი 3 დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა, რასაც პეტსი დიდი სიხარულით შეხვდა.

ავტორი: იდეა მომეწონა, მინდოდა, ბაბუასთვის მსგავსი სიურპრიზი გამეკეთებინა, თუმცა, არ გამომივიდა. ყველამ გაიგო, რომ მისი საყვარელი, უზარმაზარი გერმანული დოგი კლინიკაში შევიყვანე.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ძაღლი კლინიკაში შეიპარა, რათა პატრონი ენახა

ძაღლი იმ სასწრაფო დახმარების მანქანას გაეკიდა, რომლითაც მისი პატრონი გადაჰყავდათ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?