5 მინიშნება, თუ როგორ ხვდება ძაღლი ქალის ორსულობას
5 მინიშნება, თუ როგორ ხვდება ძაღლი ქალის ორსულობას
ცხოველთა ყველა მოყვარულმა იცის, რომ ძაღლები კარგად გრძნობენ ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. პატრონი ძაღლისთვის სამყაროს ცენტრია, მათი შეგრძნებები უნიკალურია, ისინი წინასწარ ხვდებიან ოჯახში არსებულ ცვლილებების. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ძაღლს მოახლოებული საშიშროება უგრძვნია და ოჯახის წევრები გადაურჩენია. გაგიკვირდებათ, თუმცა, ძაღლი თავიდანვე გრძნობს, როცა მისი პატრონი ორსულად არის. 

ძაღლი სუნით გრძნობს პატრონის ორსულობას

ძაღლი განსაკუთრებულად აღიქვამს პატრონის სუნს. ორსულობის პერიოდში ადამიანს ეცვლება სუნი, რადგან მის ორგანიზმში ქიმიური ცვლილებები ხდება. როცა ქალის ჰორმონები იცვლება, მასთან ერთად სუნიც იცვლება.

ვიზუალური ცვლილება

ფეხმძიმობას
ერთვის წონის მომატებაც. ამ პერიოდში ნაკლებია ფიზიკური დატვირთვა, ძაღლი გრძნობს და აღიქვამს ყოველივე ამას. 

ძაღლი ამჩნევს
ადამიანის ხასიათის ცვალებადობას


ყველამ, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს, იცის, რომ შინაური ბინადარი კარგად ხვდება პატრონის განწყობას. ხშირ შემთხვევაში, ქალი ორსულობის პერიოდში ხდება ემოციური. ძაღლი გრძნობს, რომ პატრონის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.

დღის განრიგი

ძაღლმა კარგად იცის, როდის მიდი მისი პატრონი სამსახურში, როდის ბრუნდება, როდის იძინებს, როდის იღვიძებს... ის კარგად ამჩნევს, როდესაც ცვლილებები ხდება პატრონის დღის განრიგში.

ძაღლი გრძნობს ყურადღების ნაკლებობას

როცა ყოველდღიური, ჩვეული ზრუნვა იცვლება ძაღლის მიმართ, ის გრძნობს, რომ ოჯახში მთავარი აღარ არის. ამ დროს შინაური ბინადარი ხდება დაბნეული, ყველას მიმართ გამოხატავს ზედმეტ სითბოს, რათა ოჯახის წევრებს შორის, მისადმი მზრუნველობის იბიექტი იპოვოს.
თუ ის გრძნობს ორსული ქალის სისუტეს ან დაუცველობას, შესაძლოა, მისი ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გახდეს, რათა საკუთარი ოჯახის წევრებს დაანახოს ერთგულება და დაიბრუნოს ადრინდელი მზრუნველობა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?