პატარა ჩიხუახუას მოულოდნელი რეაქცია, როდესაც ოჯახმა სახლში ახალშობილი ვაჟი მიიყვანა (ემოციური ვიდეო)
დუბლინში (ირლანდია) მცხოვრებმა ოჯახმა ვიდეოზე ჩაწერა ჩიხუახუას ჯიშის ძაღლის - ქუიცასა და თავიანთი ახალშობილი ვაჟის - ნიკოლასის პირველი შეხვედრა. კადრებში აღბეჭდილია ნიკოლასის სახლში მიყვანის პირველი წუთები. ამ დროს ჩიხუახუას რეაქცია საოცარია, ის ცდილობს ბავშვთან მიახლოებას და სიხარულისგან ზურგზე გორაობს.


"ჩემი ორსულობის პერიოდში ქუიცა მიფრთხილდებოდა და უცხო ადამიანებისგან მიცავდა. როდესაც მეუღლე მუცელზე მეხებოდა, ჩვენი ჩიხუახუა მას ყეფით ანიშნებდა, არ შემხებოდა. შედეგად, მივხვდით, რომ ეს არსება ჩვენს შვილს ნამდვილ მეგობრად მიიღებდა და არც შევმცდარვართ. ნიკოლასის სახლში მოყვანის დღიდან, მან პატარაზე მზრუნველობა დაიწყო -
ქუიცა ბავშვს ძილის დროს გვერდიდან არ შორდება და იცავს. ის ჩემი შვილის მფარველი ანგელოზია", -
ამბობს ნიკოლასის დედა.

ბავშვის მამა ხუმრობით აღნიშნავს, რომ ქუიცა ნიკოლასის უფროსი და და დამცველია.

ასევე იხილეთ:

მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვი თავიანთი ბინადარი ძაღლისთვის გაეცნოთ...

ძაღლები პირველად შეხვდნენ ოჯახის ახალშობილ წევრს, მათი რეაქცია საოცარია

მამამ ახალშობილი ბავშვი ოჯახის ბინადარ ძაღლს გააცნო. როგორ მიიღო ძაღლმა ჩვილი?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?