ძაღლები პირველად შეხვდნენ ოჯახის ახალშობილ წევრს, მათი რეაქცია საოცარია (+ვიდეო)
ძაღლები პირველად შეხვდნენ ოჯახის ახალშობილ წევრს, მათი რეაქცია საოცარია (+ვიდეო)
მარკმა და მისმა მეუღლემ წინასწარ შეიმუშავეს გეგმა, როგორ უნდა გაეცნოთ თავისი ბინადრებისთვის ოჯახის ახალშობილი წევრი. თავიდან ბავშვის მამამ ძაღლებს ახალშობილის პირსახოცი მიუტანა, ისინი დიდ ხანს ყნოსავდნენ მას, შემდეგ მამაკაცმა, მხოლოდ ერთი ძაღლი შეუშვა ოთახში, სადაც ბავშვი იყო დედასთან ერთად. ძაღლი დიდ ხანს ათვალიერებდა პატარას, სუნავდა მის საწოლს და წრიულად დადიოდა ბავშვის გარშემო.

მარკმა მეორე ძაღლიც შეუშვა ბავშვის ოთახში, ისიც დიდი ინტერესით ათვალიერებდა ახალშობილს, თუმცა, ორივე ძაღლი საკმაოდ მშვიდად და მეგობრულად იქცეოდა პატარას მიმართ. 

ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ცხოველის ყოლა, როცა სახლში
პატარა ბავშვია საშიშია, თუმცა, არა ერთი ფაქტი ყოფილა, როცა ახალშობილ ოჯახის წევრს ცხოველი იცავს და
მზრუნველობას იჩენს მასზე.

"თავიდან არ ვიცოდით, როგორ მიიღებდნენ ჩვენი ბინადრები ბავშვს, თუმცა, ისინი ძალიან ჭკვიანი ძაღლები არიან და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ თბილად შეხვდებოდნენ. დაწრმუნებული ვარ, ჩემს შვილსაც ისე შეიყვარებენ, როგორც მე ვუყვარვარ. მჯერა, რომ ბავშვს დაიცავენ და იზრუნებენ მასზე. ჩემი შვილი ხომ მათ გარემოცვაში უნდა გაიზარდოს."- ამბობს მარკი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

სადარბაზოს კატამ მშობლების მიერ მიტოვებული ახალშობილი გადაარჩინა

ძაღლმა იპოვა დედა, რომელმაც თავისი ბავშვი სანაგვეზე გადააგდო

არ აიყვანო შინაური ბინადარი იმ შემთხვევაში, თუ...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?