ძაღლი იმ სასწრაფო დახმარების მანქანას გაეკიდა, რომლითაც მისი პატრონი გადაჰყავდათ (+ვიდეო)
ძაღლი იმ სასწრაფო დახმარების მანქანას გაეკიდა, რომლითაც მისი პატრონი გადაჰყავდათ (+ვიდეო)
როდესაც ექიმმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან გაიხედა, დაინახა ძაღლი, რომელიც მანქანის საფეხურზე იჯდა და გადახტომაზე არ ფიქრობდა.

85 წლის ჯეი ნიკოლსონი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში წაიყვანეს. ის თავბრუსხვევებს უჩიოდა. ნიკოლსონი ფიქრობდა, რომ თავშესაფრიდან ახალი აყვანილი ბიგლის ჯიშის ძაღლი, სახელად ბადი, მის არ ყოფნაში სახლს უდარაჯებდა, თუმცა, 30 კმ-ის გავლის შემდეგ, შემხვედრმა მანქანის მძღოლმა სასწრაფო დახმარების მანქანას ანიშნა, გაეჩერებინა.

აღმოჩნდა, რომ მათ ჰყავდათ მოულოდნელი მგზავრი, რომელიც მანქანის გარედან, კიბეზე მოკალათებულიყო.

ძაღლმა სახლში დარჩენას, პატრონთან ერთად კლინიკაში წასვლა ამჯობინა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ის
პატრონთან, მანქანის სალონში ჩასვეს.

Zooclub

ბადი მოთმინებით ელოდა ნიკოლსონს კლინიკასთან, ხოლო შემდეგ ისინი სახლში ერთად დაბრუნდნენ.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ძაღლი კლინიკაში შეიპარა, რათა პატრონი ენახა

ძაღლი შეუჩერებლად მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას

მძღოლმა გატანილი ძაღლი მედ.პუნქტამდე "ბამპერით" ატარა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?