საზრიანმა ძაღლმა გაუსაძლის სიცხეში გაგრილების საშუალებას მიაგნო (სახალისო ვიდეო)
ძაღლები გაუსაძლის სიცხეს ადამიანებზე რთულად იტანენ, თუმცა, საზრიან ოქროსფერ რეტრივერს ცხელ ამინდში პატრონისთვის დახმარება არ უთხოვია - მან გასაგრილებლად საუკეთესო საშუალებას თავად მიაგნო. 

ძაღლმა პლასტმასის ჭურჭელი აიღო, მიიტანა ონკანთან, წყალი მოუშვა და მასში მოკალათდა.

უჩვეულო კადრები შინაური ცხოველის პატრონმა გადაიღო და ინტერნეტ სივრცეში განათავსა, რასაც არაერთი გაზიარება და კომენტარი მოჰყვა.

ასევე იხილეთ:

კატა ისვენებს და ამავე დროს ტელეფონში ფრინველების ყურებით ერთობა

ძაღლი გონებას კარგავს ყოველ ჯერზე, როდესაც იხვებს ხედავს

კატამ უკანა თათებით კარზე კაკუნი ისწავლა
მაია
ვგიჯდები ამ უსაყვარლეს და ჭკვიან არსებებზე
გოგა
ნონა ასპროცენტიანი მართალი ხარ. აბა ამ ძაღლის საქციელი რა არის თუ არა, გაუსაძლისი სიცხისგან თავის დასახწევად გამოსავლის პოვნა. მოფიქრება არ უნდა? ,მაგრამ ამ ნიჭიერმა ძაღლმა ადვილად იპოვნა გამოსავალი და კარგადაც გაგრილდა. ყოჩაღ ცუგო.
ნონა
მოდი და ამის მერე ნუ დაუჯერებ გამოთქმას, რომ ზოგიერთი ცხოველი ადამიანზე ჭკვიანია! ეს საყვარელი და ჭკვიანი ძაღლი ამის დასტურია! მაგ ჭკუაში გენაცვალე! მე პირადად ყოველგვარი დასტურის გარეშეც ვაღიარებ ამ ჭეშმარიტებას, რომ ყველა ცხოველი გვჯობნიან ადამიანებს, ერთგულებაშიც სიყვარულშიც და თავდადებაში თუნდაც პატრონის მიმართ. არ გვაწყენდა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეგება რამე სასიკეთო ვისწავლოთ ჩვენი უმცროსი ძმებისგან, ისე ვართ უკვე ადამიანები გაბოროტებულები.
Tbilisi
ძაან მაგარი ცუგრიკაა ))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?