მამაკაცმა მანქანის მინა გატეხა და სიცხეში ჩაკეტილი ძაღლი სიკვდილისგან იხსნა (+ვიდეო)
მამაკაცმა მანქანის მინა გატეხა და სიცხეში ჩაკეტილი ძაღლი სიკვდილისგან იხსნა (+ვიდეო)
ცხელი ზაფხულის პერიოდში ცხოველის დახურულ მანქანაში დატოვება სიკვდილის ტოლფასია. მზის სხივები იმდენად სწრაფად აცხელებს ავტომობილს, რომ რამდენიმე წუთში სუნთქვა შეუძლებელი ხდება.

სწორედ მსგავსი შემთხვევა მოხდა ონტარიოში (კანადა). უცნობმა მამაკაცმა გმირული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ძაღლი 33 გრადუს სიცხეში ჩაკეტილ მანქანაში შენიშნა.

მას არ შეეძლო ყურება, თუ როგორ იტანჯებოდა ცხოველი, ამიტომ აიღო დიდი ქვა, გატეხა მანქანის ფანჯარა და ძაღლი სამშვიდობოს გამოიყვანა.

პატრონი დაახლოებით 1 საათის მანძილზე არ გამოჩენილა. თვითმხილველების თქმით, როდესაც მანქანის მფლობელი კარს კეტავდა, სთხოვეს, რომ ძაღლი თან წაეყვანა, თუმცა, პატრონმა
ცხოველი ავტომობილში ჩაკეტა.

რა მოელის უცნობ გმირს ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება. სტატიის ავტორმა არ იცის
მსგავსი შემთხვევისას კანადაში რა კანონი მოქმედებს, თუმცა, აშშ-ს ზოგიერთ შტატში, თქვენ გაქვთ უფლება ჩაამსხვრიოთ ავტომობილის მინა, თუ ცხოველის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მამაკაცი ძაღლის გადარჩენისთვის დააპატიმრეს

ბრიტანელი ვეტერინარები: "ნუ დატოვებთ ძაღლს მანქანაში"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?