ძაღლი გონებას კარგავს ყოველ ჯერზე, როდესაც იხვებს ხედავს (სახალისო ვიდეო)
ძაღლს, სახელად პიტერს, არ შეუძლია ემოციების გაკონტროლება და როდესაც იხვების ჯგუფს ხედავს, ძალიან განიცდის, ხოლო შემდეგ კი, გული მისდის.

კოკერ სპანიელის პატრონის თქმით, გონების დაკარგვით პიტერის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ეს დროებითი უმოძრაობაა, რომელიც მედიცინაში გავრცელებულია მიოტონიის (Myotonia congenita) სახელით. მიოტონია თხებშიც აღინიშნება - ფერმის ცხოველები შიშის დროს უგონო მდგომარეობაში ვარდებიან. ეს დაავადება შეიძლება აღმოაჩნდეს, როგორც ადამიანებს, ისე ძაღლს.

Zooclub

პიტერი მიოტონიას იმ დროს განიცდის, როდესაც რაღაც ძალიან უხარია: მაგალითად, იხვების დანახვა. გულის წასვლისას ცხოველის კიდურები პარალიზებულია დაახლოებით 3 წამი, ზოგიერთ ცხოველს შეუძლია გადაადგილება,
მაგრამ გაჭირვებით.

პიტერი თავის პატრონთან ერთად, ქალაქ შეფილდში (ინგლისი) ბედნიერად ცხოვრობს. თუ მის გულის წასვლებს არ
ჩავთვლით, ის საოცრად თბილი და მოსიყვარულე შინაური ცხოველია.

ასევე იხილეთ:

ლეკვმა სცადა, ზუსტად გაემეორებინა მამლის ყივილი

დედა კატას კნუტის საქციელზე მოთმინება ამოეწურა, რის შემდეგაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა

კატა ისვენებს და ამავე დროს ტელეფონში ფრინველების ყურებით ერთობა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?