სათვალთვალო კამერამ გადაიღო ძაღლი, რომელიც აფთიაქში შევიდა და დახმარებას ითხოვდა (ემოციური ვიდეო)
ძაღლის უჩვეულო ქცევა სათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვდა. თურქეთში უპატრონო ცხოველმა თავად მიაკითხა აფთიაქს და კონსულტანტს ანიშნებდა, რომ თათი დაუზიანდა.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ შედის ძაღლი სტამბულის ერთ-ერთ აფთიაქში, უახლოვდება ფარმაცევტს და დახმარებას ითხოვს. თავიდან ქალი ვერ ხვდებოდა, რა უნდოდა ცხოველს. მან იფიქრა, რომ ქუჩის ბინადარი მშიერი იყო, ამიტომ "დაუპატიჟებელ სტუმარს" საკვებით სავსე ჯამი დაუდო, თუმცა, ძაღლი ჯამს არ მიეკარა და დახმარების მოლოდინში თათი ზევით აწეული ეჭირა.

"უპატრონო ცხოველს თათზე სისხლი შევამჩნიე. ამის შემდეგ მივხვდი, თუ რას ითხოვდა. თათი გავუსუფთავე და მალამო
წავუსვით. როდესაც აფთიაქში შემოსული მომხმარებლები ფაქტს შეესწრნენ, ზოგიერთმა მათგანმა ძაღლის სახლში წაყვანის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ცხოველმა
თავისუფლება არჩია და რამდენიმე წუთის შემდეგ ტერიტორია საკუთარი სურვილით დატოვა", - ამბობს ფარმაცევტი ჩენგიზ მელეკანალი.

ასევე იხილეთ:

ყვავი ღობეზე დაჯდა და ერთი საათი ხმაურობდა, ის ადამიანებს დახმარებას სთხოვდა

ლეკვის გადასარჩენად, დედა ძაღლი ადამიანებს დახმარებას სთხოვდა

კნუტი თავის მეგობარ ლეკვს გისოსებს შორის გადასვლაში ეხმარება
მანანა-შ
ზაზას ვეთანხმები, ზუსტად მასეა, ეს ძაღლი მათთვის კარგი ,,ნაცნობია", თუმცა მისასლემებეია, რომ ასეთი გულისხმიებეი არიან, აქ ჩვენთან აფთიაქში კი არა ქუჩაში უმწეო მშიერ ძაღლებს სადისტურად ექცევიან, რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ!
ზაზა
რა ზღაპარია ასე გინდათ ამ უაზრო ზღაპრებით მკიტხველების მოზიდვა? მარაზიაში ძაღლიც იყო მეორე და სუნით იგრძნო და შევიდა თან როგორც ჩანს საჭმლიდ უმასპინძლდება ხოლმე გამყიდველი ძაღლს/ძაღლებს ხოდა ნაცნობი გარემო იყო. თათი რომ დაადო მაგას არნიშნავს რასაც თქვენ ამბობთ ეგრე იყო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?