ძაღლი თავს უპატრონოდ ასაღებდა, რათა გამვლელები მას "ბურგერებით" გამასპინძლებოდნენ (სახალისო ვიდეო)
ოკლაჰომაში (აშშ) ძაღლი, სახელად პრინცესა, ყოველ ღამე სახლიდან იპარებოდა. ის გამვლელებს თავს უპატრონოდ აჩვენებდა, რომ  "მაკდონალდსის" ბურგერები მიეღო. ამის შესახებ წერს ჟურნალი "Time"-ი.

ცხოველის პატრონმა ბეტსი რეისმა შეამჩნია, რომ პრინცესამ წონაში ძალიან მოიმატა მაშინ, როცა ძაღლის კვების რაციონი იგივე რჩებოდა. გარდა ამისა, მან შეამჩნია, რომ მისი შინაური ცხოველი ღამე სადღაც მიდიოდა, ამიტომ ერთ ღამეს მას ჩუმად გაჰყვა.

აღმოჩნდა, რომ პრინცესა ადგილობრივ "მაკდრაივს" სტუმრობდა, სადაც გამვლელებს თავს უპატრონოდ აჩვენებდა და "ბურგერს" ითხოვდა.

ბეტსიმ გადაწყვიტა ძაღლისთვის ჭკუა ესწავლებინა და მანქანით "მაკდონალდსში" თავად მივიდა. როდესაც
ძაღლმა პატრონი დაინახა, დაიბნა, თითქოს შეეშინდა, კუდი ამოიძუა და სახლში გაიქცა.

ასევე იხილეთ:

ეს ძაღლი ყოველ
დღე სტუმრად მიდიოდა უცხო ოჯახში და იძინებდა, მაგრამ სულაც არ გავდა უპატრონოს


პოლიციელი გამოძახებაზე ქურდების დასაჭერად მივიდა, მაგრამ მსგავს სასაცილო სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?