ეს ძაღლი ყოველ დღე სტუმრად მიდიოდა უცხო ოჯახში და იძინებდა, მაგრამ სულაც არ გავდა უპატრონოს...
ეს ძაღლი ყოველ დღე სტუმრად მიდიოდა უცხო ოჯახში და იძინებდა, მაგრამ სულაც არ გავდა უპატრონოს...
ერთ დღეს ქალს ესტუმრა ძაღლი, რომელიც უპატრონოს არ გავდა. მას ყელზე საბმელი ჰქონდა, იყო მოვლილი და გამოირჩეოდა თბილი დამოკიდებულებით. ამიტომ დიასახლისმა იფიქრა, რომ ის მაწანწალა არ იქნებოდა.

ძაღლი გაბედულად შევიდა უცხო ადამიანის სახლში, მოკალათდა პატარა ნოხზე და დაიძინა. მას ეძინა რამდენიმე საათი, ხოლო შემდეგ ისევე უეცრად გაუჩინარდა, როგორც მოვიდა.

Zooclub

მეორე დღეს ისტორია განმეორდა, ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა - ძაღლი მოდიოდა, რამდენიმე საათი იძინებდა, ხოლო შემდეგ ისევ მიდიოდა.

Zooclub

ქალი დაბნეული იყო, ვერ ხვდებოდა, რატომ იქცეოდა ცხოველი ასე, ამიტომ გადაწყვიტა ძაღლის პატრონისთვის
წერილი დაეწერა. იგი წერდა, იცოდნენ თუ არა, რომ მათ ბინადარს ყოველდღიური სასტუმრო ჰქონდა, სადაც მხოლოდ
დასაძინებლად მიდიოდა. დიასახლისმა წერილი ძაღლის საბმელზე მიამაგრა და მეორე დღეს ელოდა პასუხს.

როცა ძაღლი დაბრუნდა, მას საპაუხო წერილი თან ჰქონდა. ქალმა მოუთმენლად გახსნა და დაიწყო კითხვა. დიასახლისმა საბოლოოდ გაიგო სიმართლე, თუმცა, მიზეზი იმდენად სასაცილო იყო, რომ ქალი დიდი ხნის განმავლობაში იცინოდა.

საპასუხო წერილში ეწერა: 

"ბოდიშს გიხდით, თუ ის დისკომფორტს გიქმნით. უბრალოდ ეს ძაღლი ცხოვრობს სახლში, სადაც 6 პატარა ბავშვია, მათ შორის ორი 3 წლამდეა. თქვენთან იმიტომ მოდის, რომ ცოტა გამოიძინოს. შეიძლება ხვალ მას მეც გამოვყვე?"

Zooclub

ასევე იხილეთ:

წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"

გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა

სასტუმროს მფლობელმა ძაღლის პატრონს ძალიან უცნაური პასუხი გასცა...
ლია
რა ძალა ედგა,წერილს რომ სწერდა.ახლა მეორე საწოლიც გაამზადოს. ან გახსნას სასტუმრო გამოუძინებლებისათვის. ისე, ძაღლმა რა კარგ ბიზნესს დაუდო სათავე.
თაკო
ცუგაააა, რამდენი ვიცინე :)
Gigilo
მეც ყოველ მეორე დღეს სხვადასხვა ქალებთან მძინავს, მაგრამ მერე რაო? არადა ამომივიდა უკვე ყელში. :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?