როგორი სმენა აქვს ძაღლს
როგორი სმენა აქვს ძაღლს
ალბათ ყველამ იცის, რომ ცხოველებს უფრო კარგად შეუძლიათ აღიქვან ხმა შორი მანძილიდან,  ვიდრე ადამიანებს.
ადამიანებს ხმა ესმით 20 ჰერციდან, ხოლო აღარ ესმით ხმები 20 000 ჰერცის ზევით. რაც შეეხება ძაღლებს, მათ ადამიანებივით ესმით 20 ჰერციდან, ხოლო ხმაურს ვეღარ აღიქვავენ 30-40 ათასი ჰერციდან, თუმცა არის შემთხვევა, როცა ძაღლებს შეუძლიათ 70 ათას ჰერცამდეც აღიქვან ხმა. 

ხმის სიძლიერე განისაზღვრება, მისი ხმის ტალღის ვიბრაციის სისწრაფით. ადამიანისთვის ხმის აღსაქმელად საჭიროა დაახლოებით 2 000 ვიბრაცია წამში, ხოლო ძაღლისთვის 4 000 ვიბრაცია წამში, ამიტომ ძაღლს შეუძლია უფრო
კარგად აღიქვას ის ხმები, რომელიც ადამიანებს არ ესმით.

ძაღლები ყრუები იბადებიან, ხმების გარჩევა მათ დაბადებიდან
10 დღის შემდეგ შეუძლიათ.
ძაღლებში ხმის აღქმის უნარი არ არის თანდაყოლილი, მათ ეს თვისება ზრდასთან ერთად უვითარდებათ.

როგორ აღიქვავენ ძაღლები დაბალ, ან მაღალი ხმის ტემბრს?

გასაკვირი არ არის, რომ ცხოველებში მაღალი ტემბრის ხმა იწვევს მძაფრ რეაქციას. ვიდრე შედარებით დაბალი ხმის ტემბრი. მაგ.: არც ისე რთულია, მწვრთნელმა ძაღლს ასწავლოს დაბალ ტემბრზე ბრძანებისას, გარკვეული მოქმედებების შესრულება, მაგრამ თუ ცხოველი იმ პერიოდში სხვა რამით არის დაკავებული, უმჯობესია მაღალი ინტონაციით გაიცეს ბრძანება.

Zooclub

მსგავსი ვარჯიშებით, ძაღლი ეჩვევა ყურადღებას, თუ საიდან მოდის მასთან ხმა. ამ ვარჯიშებით ძაღლი, მეტად მობილიზებული ხდება, თუნდაც პატრონი ან მწვრთნელი ბრძანების დროს იმყოფებოდეს მის უკან. ამასთანავე ძაღლებს შეუძლიათ ორი სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად მომდინარე ხმის აღქმა, მაგრამ ხმა, რომელიც ძაღლს ზემოდან მოსდის, შედარებით ცუდად აღიქვავს.

სისტემატური ხმაური ძაღლს ყოველთვის აღიზიანებს. ამ დროს ის ხდება აღელვებული, ურთულდება სუნთქვა და უჩქარდება პულსი. საოცარია, მაგრამ მისთვის გამაღიზიანებელ ხმაურში, ძაღლი ხარჯავს თავისი ენერგიის დაახლოებით 25 %-ს და ჟანგბადს, იმ დროსაც კი როცა ისვენებს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?