გოგონა საყვარელი ძაღლის მანიკურსა და ტანსაცმელში წელიწადში 9 000 დოლარს ხარჯავს
გოგონა საყვარელი ძაღლის მანიკურსა და ტანსაცმელში წელიწადში 9 000 დოლარს ხარჯავს
48 წლის ანა ფოსტერს საკუთარი ბოქსიორისთვის არაფერი ენანება. 20 თვის ძაღლი, სახელად  "ლექსი ბუ", დედოფალივით ცხოვრობს: იკვებება დელიკატესებით, ყოველ კვირას სტუმრობს მანიკურის სალონს, ხოლო მის კარადაში უამრავი კოსტუმია. პატრონმა გასულ წელს საყვარელი ძაღლის მოვლისთვის 9 000 დოლარზე მეტი დახარჯა.

ანა და მისი მეუღლე ძაღლს ძალიან ათამამებენ

"ლექსის მოსწონს კომფორტი. მან იცის, რომ პრინცესასავით ვექცევით და ვერ წარმოუდგენია, მის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება.  ყოველ კვირას ის დადის მანიკურის გასაკეთებლად, ხშირად იცვლის ტანსაცმელს და ვცდილობთ, მისი კარადა ყოველთვის განვაახლოთ,"- ამბობს ანა.

Zooclub

"ჩვენ ლექსისთვის დიდი თანხას ვხარჯავთ,
რადგან ასე გვსურს და ვიცით, რომ ჩვენი ბინადარი ამით ბედნიერია!"

ფოსტერების ოჯახმა წარსულში საყვარელი შინაური
ბინადრები დაკარგეს.

"ჩვენ დაგვეღუპა ბოქსიორები - როკი და ადრიანი. ისინი ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ,"-იხსენებს მის ფოქსერი.

Zooclub

პატრონებმა შინაური ბინადრების დაღუპვით გამოწვეული დარდი ლექსიზე მზრუნველობით შეიმსუბუქეს.

Zooclub

"ადრიანს ლექსის მსგავსად ვათამამებდით. მას მოსწონდა ლამაზი ტანსაცმელი და აუზში საცურაო კოსტუმით ცურვა."

Zooclub
Path:

"ლექსი ჩვენი პრინცესაა და მის მიმართ ყოველთვის ასეთი დამოკიდებულებით ვიქნებით!"

Zooclub

ანას თქმით, მათი საყვარელი ბოქსიორი სიხარულით დადის მანიკურის სალონში, სადაც არატოქსიკურ ლაქს უსვამენ. ძაღლის კარადაში 1000-ზე მეტი მაღალი ხარისხის კოსტუმია. ყოველი მათგანი შეკვეთით შეკერილია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?