ლედი გაგა ძაღლებისთვის ტანსაცმლისა და კვების ხაზს ქმნის
ლედი გაგა ძაღლებისთვის ტანსაცმლისა და კვების ხაზს ქმნის
ეპატაჟურ მომღერალს ლედი გაგას იმდენად უყვარს თავისი ძაღლი აიშა, რომ მისთვის ინსტაგრამის გვერდიც კი შექმნა, სადაც ძაღლის ფოტოებს ხშირად ათავსებს. 

როგორც ჩანს,  აიშა არა მარტო საყვარელი ბინადარი, არამედ  მომღერლისთვის შთაგონების წყაროა. ლედი გაგამ გადაწყვიტა შექმნას ტანსაცმლისა და კვების ხაზი ძაღლებისთვის.

"რამდენიმე კვირაა ვმუშაობ ესკიზებზე ძაღლის ტანსაცმლისთვის. დიდი სურვილი მაქვს, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ოთხფეხა ბინადრებისთვის ხარისხიანი ტანსაცმელი შეიძინონ."- ამბობს მომღერალი.

აღსანიშნავია ის, რომ ლედი გაგას შექმნილი ძაღლის სამოსი იქნება შეკერილი ნატურალური მატერიით და ამასთანავე, ჰიპოალერგიული.

ასევე იხილეთ:

ლედი გაგას
ძაღლს საკუთარი ინსტაგრამის ექაუნთი აქვს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?