ბრიტანელმა ქალმა საკუთარ ძაღლს 68 საშობაო საჩუქარი უყიდა
ბრიტანელმა ქალმა საკუთარ ძაღლს 68 საშობაო საჩუქარი უყიდა
"38 წლის ბრიტანელმა ჰელენ მიულერმა საკუთარ ძაღლს 68 საშობაო საჩუქარი უყიდა. მან ოთხფეხა მეგობრის გასახარებლად 1 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი დახარჯა", - წერს ინტერნეტ გამოცემა "Daily Mail"-ი.

ჰელენიმ აღიარა, რომ კოკერ სპანიელისა და პუდელის მეტისი, სახელად ლოლა, ქმარსა და შვილზე მეტად უყვარს. ძაღლს აქვს საკუთარი საბანკო ანგარიშიც, სადაც ყოველ თვე 100 ფუნტ სტერლინგი ერიცხება. 

Zooclub

ლოლას საჩუქრებს შორის არის ძვირადღირებული საწვიმარი, ძაღლის რამდენიმე ნატურალური სვიტერი და უამრავი სათამაშო.

Zooclub

პატრონს საყვარელი ცხოველი სპეციალურ დიეტაზეც ჰყავს - იგი იკვებება ნედლი, ნატურალური საკვებით. ჰელენი მას ხშირად
კოვზით აჭმევს, რათა დარწმუნდეს, რომ ლოლა მშიერი არ არის.

როდესაც ჰელენს ქმარი კინოში ეპატიჟება, ლოლაც
თან მიჰყავს, რომ სახლში მარტო ყოფნით ცხოველმა არ მოიწყინოს. მეტიც, ქალი ცდილობს, ძაღლს იგივე ფერის ტანსაცმელი ჩააცვას, რა ფერებშიც თავად არის გამოწყობილი.

Zooclub

მსგავსი დამოკიდებულება მის ქმარს არ აღიზიანებს. რამდენიმე თვის წინ მამაკაცმა სახლთან ახლოს საკუთარი ცოლისთვის გახსნა ძაღლების "გრუმინგ-სალონი", რომელსაც ლოლა ხშირად სტუმრობს და სხვადასხვა ვარცხნილობას იკეთებს.

Zooclub

ძაღლი და პატრონი შობას ერთნაირი სვიტერებით შეხვდებიან.

ჰელენის თქმით, ლოლა საშობაოდ უფრო მეტ საჩუქარს მიიღებს, ვიდრე მისი შვილი ჰარი.

ასევე იხილეთ:

დიდი ბრიტანეთის ყველაზე განებივრებული ძაღლი

ბიჭმა თავის ძაღლს რვა iPhone 7 უყიდა

მდიდარი ძაღლები ინსტაგრამიდან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?