ის ალბათ ყველაზე გათამამებული ძაღლია მსოფლიოში
ის ალბათ ყველაზე გათამამებული ძაღლია მსოფლიოში
თუ მსოფლიოში გაიმართებოდა ყველაზე გათამამებული ძაღლების კონკურსი, ეს ულამაზესი შინაური ცხოველი სელიო პირველ ადგილს აუცილებლად აიღებდა. მისმა პატრონმა 18 ათასი ფუნტ სტერლინგი დახარჯა ექსკლუზიურ ეტლში, დიზაინერების შეკერილ ძაღლის ტანსაცმელსა და მინიატურულ მანქანაში.

55 წლის ენტონი უელშის თქმით, ძაღლი სელიო მისი შვილია. ისინი ლივერპულში ცხოვრობენ. მამაკაცმა 1,5 წლის სტაფორშირული ტერიერის ჯიშის ძაღლი თავშესაფრიდან აიყვანა და მას შემდეგ 18 ათასი ფუნტ სტერლინგი დაახარჯა.

Zooclub

უელში თავის შვილობილს ატარებს სპეციალური დიზაინით შექმნილი ეტლით, რომელიც 1500 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. ეტლის სავარძლად გადაქცევა მარტივადაა შესაძლებელი.  გარდა ამისა, მთელი
სახლი სელიოს საჩუქრებითაა სავსე.

Zooclub

წელს ძაღლს აჩუქეს ნამდვილი ავტომობილი, რომელშიც სელიო მარტივად თავსდება. პატრონმა მანქანაში
500 ფუნტ სტერლინგი გადაიხადა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. უელშის ძაღლს GoPro-ს ბოლო მოდელის ვიდეო კამერაც აქვს.

Zooclub

"სელიო უნიკალური ძაღლია. ის ბევრ ადამიანზე ჭკვიანია", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

"როდესაც პირველად სელიო სახლში მოვიყვანე, ძალიან მოწყენილი იყო. ვეტერინარის რჩევით, დიდ დროს ვატარებ მასთან ერთად და ვჩუქნი ბევრ საჩუქარს. მას კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი", - ამბობს უელში.

იმისათვის, რომ ძაღლი ბედნიერი ყოფილიყო, ენტონის 7 თვე დასჭირდა. პატრონი სელიოს დღეში რამდენიმე საათი ავარჯიშებდა. დღეს ცხოველი სრულიად შეცვლილია.

Zooclub

როდესაც პატრონი მიხვდა, რომ ძაღლი ვარჯიშისას მარტივად სწავლობდა სხვადასხვა ილეთს, მრავალფეროვან ტანისამოსში გამოაწყო. შინაური ცხოველის კარადაში 50-ზე მეტი სახის ტანსაცმელი, 5 გვირგვინი და უამრავი სათვალეა განთავსებული.

Zooclub

მამაკაცმა ძაღლის დაბადების დღეზე იქირავა ორადგილიანი ნავი, რათა სელიოსთან ერთად ზღვაში ესეირნა. უელში ოთხფეხა მეგობრის მომდევნო იუბილეზე დიდი წვეულების გადახდას გეგმავს.

Zooclub

ძაღლი ნიჭიერთა შოუზე შეამჩნიეს. დღეს მას იღებენ ფილმში, იწვევენ სხვადასხვა გადაცემაში. იგი საათში 200 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს.

Zooclub

ენტონი სელიოსთვის განსაკუთრებულ დასვენების დღეებს აწყობს - არ პასუხობს სატელეფონო ზარებს და ძაღლს ველოსიპედით ასეირნებს. გარდა ამისა, პატრონი ძაღლს ზურგის, თათებისა და მხრების მასაჟს უკეთებს.

Zooclub

ძაღლმა არაერთი ადამიანი მოხიბლა. ისინი უელშს ძაღლის სანაცვლოდ დიდ თანხას სთავაზობდნენ, თუმცა, მამაკაცი პრინცესა სელიოსთან განშორებას არ ფიქრობს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?