პიტბულმა ოჯახის ოთხი წევრი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა
პიტბულმა ოჯახის ოთხი წევრი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა
ყველა, ვინც იცნობს 8 წლის პიტბულ როსკოს, კარგად იცის, რომ სახლის დაცვაზე მეტად მას ჩახუტება მოსწონს.

როსკოს თავისი პატრონები - ლეპერტების ოჯახი ძალიან უყვარს. მისთვის თითოეული მათგანი მთელი სიცოცხლეა.

Zooclub

მიუხედავად მეგობრული ხასიათისა, პიტბული ყოველთვის მზადაა, დაიცვას ოჯახის საყვარელი წევრები და რამდენიმე ხნის წინ ეს საქმითაც დაამტკიცა.

შემთხვევა შუა ღამეს მოხდა. იმ დროს, როცა ოჯახის ყველა წევრს ეძინა.

Zooclub

"როსკოს, როგორც ყოველთვის, საწოლში ჩვენთან ერთად ეძინა. შუა ღამეს გამაღვიძა და ეზოში გაყვანა მთხოვა", - ამბობს ბრაიან ლეპერტი.

როსკო არ მშვიდდებოდაა, ამიტომ ბრაიანმა ღამის 2
საათზე ეზოში გაიყვანა.

Zooclub

როდესაც ისინი სახლში დაბრუნდნენ, როსკო კართან დაჯდა, წკმუტუნებდა და პატრონს დასაძინებლად არ
მიჰყვებოდა. მამაკაცს სწორედ მისმა საქციელმა აიძულა, მთელი სახლი ყურადღებით შეემოწმებინა.

"რაღაც წესრიგში არ იყო... მალევე მივხვდი - სახლში დამწვრის სუნი იგრძნობოდა", - ამბობს ბრაიანი.

აღმოჩნდა, რომ სუნი სარდაფიდან ამოდიოდა.


საბედნიეროდ, ოჯახს დრო ჯერ კიდევ ჰქონდა, მათ ცეცხლის ჩაქრობა საკუთარი ძალებით შეძლეს.

ხანძრის სიახლოვეს გაზის ავზები იყო, კიდევ რამდენიმე წუთიც და სახლი ოჯახის წევრებთან ერთად აფეთქდებოდა.

როსკოს სიჯიუტე რომ არ გამოევლინა, ყველაფერი საშინლად დასრულდებოდა.

Zooclub

ვინც კი როსკოს გმირობის შესახებ შეიტყო, ყველა მადლიერებასა და სითბოს გამოხატავდა, რადგან შინაურმა ცხოველმა ოჯახის ოთხი წევრი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

Zooclub

ლეპერტები თვლიან, რომ პიტბულის ჯიშს შეცდომით მოიხსენიებენ, როგორც "კაციჭამია" ძაღლს. მიუხედავად მისი საშიში გამომეტყველებისა, ამ ძაღლს უბრალოდ ცოტა სითბო და სიყვარული სჭირდება, რათა პასუხად, თავისი გული სამუდამოდ გაჩუქოს.

ასევე იხილეთ:

მამაცმა პიტბულებმა ბავშვები შხამიანი გველის თავდასხმისგან გადაარჩინეს

ქორწილში არავინ იცოდა, რას მალავდა ის კაბის ქვეშ.. მაგრამ ძაღლი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა…

5 საოცარი ისტორია ცხოველებზე
კუსუნა
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, სრულიპასუხისმგებლობით ვაცხდებ, რომ პიტბული პატრონის ყველაზე ერთგული მცველი და უსაზღვროდ მოსიყვარულე ჯიშია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?