მამაცმა პიტბულებმა ბავშვები შხამიანი გველის თავდასხმისგან გადაარჩინეს (+ვიდეო)
პიტბულებმა პატარა ბავშვები გველის თავდასხმისგან იხსნეს, შედეგად ქვეწარმავალმა ძაღლები დაკბინა.

"ფლორიდის შტატში (აშშ) ბავშვები ზეიდინი და  მელორი ეზოში თამაშობდნენ, როდესაც მათ შეუმჩნევლად გველი მიუახლოვდა"-, წერს საკუთარ პორტალზე  "News channel 8"-ი.

დაუპატიჟებელი სტუმარი ეზოში მყოფმა პიტბულებმა სლეიტერმა და პაკომ იმ დროს შეამჩნიეს, როდესაც ქვეწარმავალი ბავშვებისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იყო. ძაღლები დასახმარებლად გაიქცნენ, ისინი გველს უყეფდნენ და მის გაგდებას ცდილობდნენ. შედეგად შხამიანმა გველმა სლეიტერს სახეზე, ხოლო პაკოს თათზე უკბინა.

Zooclub

ბავშვების ბებიამ ცხოველები დაუყოვნებლივ წაიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მათ ანტიდოტი გაუკეთდათ. პაკო სახლში
დაბრუნდა, ხოლო სლეიტერს მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს, რადგან კბენისგან მისი სახე შეშუპდა და მას საკვების
მიღებაც კი უჭირს. ვეტერინარები პატრონებს აიმედებენ, რომ ცხოველი დღითიდღე უკეთაა.

Zooclub

როდესაც ამ ინციდენტის შესახებ ცხოველთა მოყვარულებმა და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა შეიტყეს, გადაწყვიტეს, სლეიტერის მკურნალობის ხარჯები სრულიად დაეფარათ.

ასევე იხილეთ:

გერმანულმა ნაგაზმა ბავშვი შხამიანი გველის თავდასხმისგან დაიცვა

ძაღლმა პატრონი შხამიანი გველის თავდასხმისგან გადაარჩინა

პატრონმა კნუტის მზერას თვალი გააყოლა... ფეხსაცმელში მოკალათებული არსება ავისმომასწავლებლად იმზირებოდა...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?