ძაღლმა კატები 5-მეტრიანი პითონის თავდასხმისგან გადაარჩინა (+ვიდეო)
"ტაილანდის პროვინცია ანტჰონგში ძაღლმა უზარმაზარი პითონი, რომელიც კატებს თავს უნდა დასხმოდა, სახლის ეზოდან გააგდო", - წერს გამოცემა "Coconuts"-ი.

ძაღლის პატრონმა შეამჩნია, რომ შინაური ცხოველი ეზოში ხის გარშემო დარბოდა და ყეფდა. აღმოჩნდა, რომ მისი ყურადღება იმ ხუთმეტრიანმა გველმა მიიპყრო, რომელიც ტოტებში იმალებოდა. ძაღლს სახეზე აღენიშნებოდა ჭრილობები, რაც ქვეწარმავალთან ბრძოლის შედეგად მიიღო.

ქალს სახლში 10 კატა ჰყავს და როგორც აღნიშნავს, გველს შესაძლოა, მათი შეჭმა სურდა. ძაღლის პატრონის თქმით, მან საკუთარ სახლში პითონი ოთხჯერ აღმოაჩინა. ერთხელ ქვეწარმავალმა კატის დაჭერაც მოახერხა, მაგრამ ქალმა და
მისმა მეგობარმა შინაური ცხოველის გადარჩენა შეძლეს.

5-მეტრიანი პითონის გამოჩენის შემდეგ ერთ-ერთი კატა დაიკარგა. პატრონი მიიჩნევს,
რომ გველს მისი გადაყლაპვა მარტივად შეეძლო, სანამ ოჯახის ბინადარი ძაღლი გამოჩნდებოდა.

2008 წელს ავსტრალიაში პატრონის თვალწინ პითონმა შეჭამა ზღვის გოჭები, კატა და ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი.

ასევე იხილეთ:

პითონი ცხოველს მთლიანად ყლაპავს - ნუთუ კუჭის წვენს ჩონჩხის დაშლა შეუძლია?

ქალი უცებ ვერ მიხვდა, სახლის კართან გველი იწვა თუ ნიანგი...

ინდოელმა ქალბატონებმა 2.5-მეტრიანი პითონი დაიჭირეს და 2 საათის განმავლობაში დარაჯობდნენ
ლუკა
ყოჩაღ ძაღლს, მაგრამ თარგმანი არ აწყენდა ამ ვიდეოს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?