ინდოელმა ქალბატონებმა 2.5-მეტრიანი პითონი დაიჭირეს და 2 საათის განმავლობაში დარაჯობდნენ
ინდოელმა ქალბატონებმა 2.5-მეტრიანი პითონი დაიჭირეს და 2 საათის განმავლობაში დარაჯობდნენ
ინდოეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა 2.5-მეტრიანი პითონი დაიჭირეს და 2 საათის განმავლობაში დარაჯობდნენ.

"Hindustan Times"-ის ცნობით, ერთ-ერთმა ქალბატონმა თავის მიწაზე მუშაობის დროს გველი შეამჩნია. შეკრებილებმა გადაწყვიტეს, გველი ალყაში მოექციათ, რათა არ მისცემოდა სხვა მინდორზე გადასვლის საშუალება. გარდა ამისა, ისინი თვალყურს ადევნებდნენ, რომ მისთვის ქვა არავის ესროლა და არ დაეზიანებინათ.

მალევე მივიდნენ გველდამჭერები. მათ ვეფხვისებრი პითონი ამოიცნეს. როდესაც გაირკვა, რომ გველი არ არის შხამიანი, სოფლის მცხოვრებლებმა თავად დაიჭირეს ის და მასთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

ვეფხვისებრი პითონი ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
მათი სიგრძე ხშირად 4 მეტრს აღემატება და წვრილფეხა ჩლიქოსნებით, მღრღნელებით, მაიმუნებით და ფრინველებით იკვევებიან. უფრო
დიდი ზომის პითონი შეიძლება ადამიანსაც დაესხას თავს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?