პითონი ცხოველს მთლიანად ყლაპავს - ნუთუ კუჭის წვენს ჩონჩხის დაშლა შეუძლია?
პითონი ცხოველს მთლიანად ყლაპავს - ნუთუ კუჭის წვენს ჩონჩხის დაშლა შეუძლია?
შეუძლია, ოღონდ ნელ-ნელა.
ძვლის მინერალური შემადგენლობა შეიცავს კალციფოსფატსა და სხვა მარილებს. ის არ დნება წყალში, მაგრამ იშლება საკმაოდ მაღალი კონცენტრაციის მარილმჟავაში, რომელიც კუჭის წვენშია. თუმცა, ძვლების მარილები დაკავშირებულია ცილებთან და ასე ადვილად ვერ ემორჩილება მჟავების ზემოქმედებას, მაგრამ საკვების მონელება დიდ გველებში კვირების განმავლობაში გრძელდება. ძვლები მჟავის ზემოქმედებით კარგავს კალცს, დანარჩენ ცილოვან ”არმატურას” კი საკვების მომნელებელი ფერმენტები შლიან.

უდიდესი ზომის გველებიც კი, მათ შორის პითონები, ძირითადად არც ისე დიდი ცხოველებით იკვებებიან (15 კილო წონით, ძალიან იშვიათად 20 კილოზე მეტით) და რაც
უფრო დიდია ნადავლი, მით უფრო დიდხანს ინელებს გველი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?