ვერ გაუძლო… აეროპორტში მიტოვებული ძაღლი დარდით მოკვდა..
ვერ გაუძლო… აეროპორტში მიტოვებული ძაღლი დარდით მოკვდა..
ძაღლი, რომელიც კოლუმბიის აეროპორტ პალონერგოში მიატოვეს, ერთი თვის განმავლობაში ელოდა პატრონს, თუმცა, ვერ გაუძლო დარდს და დაიღუპა. მისი შველა ვეტერინარებმაც კი ვერ შეძლეს.

2017 წლის ოქტომბერში მგზავრებმა აეროპორტში მიტოვებული ძაღლი აღმოაჩინეს. მას არ ქონდა საყელური, მაგრამ იგი ქუჩის ძაღლს არ გავდა. ძაღლი ტურისტების და აეროპორტის თანამშრომლების მიერ მიწოდებულ საჭმელს ხალისიანად შეექცეოდა. პერიოდულად ძაღლი აეროპორტს გარშემო უვლიდა. როგორც ჩანს, ძაღლი თავის პატრონს ეძებდა.

ძაღლს Nube Viajera დარქვეს, რაც ესპანურიდან ითარგმნება, როგორც ”მოგზაური ღრუბელი”.  ასე ეწოდება მექსიკელი მუსიკოსი ალეხანდრო ფერნანდესის სიმღერას.

ძაღლს
აეროპორტში გამოჩენიდან 1 თვეში შეეტყო, რომ ცუდად იყო: ის კუთხეში მიიყუჟა, შეწყვიტა ადამიანებთან ურთიერთობა და
საკვების მიღება.

ნოემბრის დასაწყისში აეროპორტის თანამშრომლებმა ძაღლი კოლუმბიის ცხოველთა და ბუნების მეგობრების ფონდს გადასცეს.

ვეტერინარებმა მისი მკურნალობა დაიწყეს. ცხოველს შიდა წვეთოვანი დაუყენეს, მაგრამ ძაღლის მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა.

Zooclub

ძაღლი მალე დარდით მოკვდა.

კოლუმბიის ცხოველთა და ბუნების ფონდის სპეციალისტი ალეხანდრო სოტომონტე ნინო აცხადებს, რომ სავარაუდოდ ძაღლი აეროპორტში პატრონმა დატოვა.

მისი სიტყვებით, ცხოველი 2 წელზე ნაკლები ასაკის იყო და მას არ ქონდა რაიმე დაავადება გარდა დიდი სევდისა. ვეტრინარმა აღნიშნა, რომ ძაღლებს შეუძლიათ განზრახ უარი თქვან საკვებზე, როცა ძალიან განიცდიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?