ძაღლი პატრონის გარშემო დარბოდა და ცდილობდა ენიშნებინა, რომ მისი შვილი გასაჭირში იყო
ძაღლი პატრონის გარშემო დარბოდა და ცდილობდა ენიშნებინა, რომ მისი შვილი გასაჭირში იყო
ძაღლებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ. ისინი იმდენად ერთგულნი არიან თავიანთი პატრონების მიმართ, რომ მზად არიან საკუთარი თავი გაწირონ.

ძაღლმა ლეილამ ეს უკვე დაამტკიცა.

Zooclub

ლეილა თავის ოჯახთან ერთად ავსტრალიაში ისვენებდა. იმ დროს, როცა ცოლ-ქმარი სუფრას აწყობდა, მათი 4 წლის ბიჭი აუზში ცურავდა.

შინაური ცხოველი პატარას სიახლოვეს დარბოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი წყლის ზედაპირზე აღარ ჩან
და. ლეილამ მისი ძებნა დაიწო. ცხოველი მიხვდა, რომ პატარა აუზის ფსკერზე იყო - ბავშვი სიკვდილს ებრძოდა...

ძაღლი სწრაფად გაიქცა ბიჭის მშობლებთან და მათი ყურადღების მიქცევას ცდილობდა. იგი პატრონების გარშემო ხტუნავდა და ბავშვის მამას ფეხზე ექაჩებოდა, რომ გაჰყოლოდა.

საბედნიეროდ, მამაკაცმა სწრაფად გაიაზრა, რომ უბედურება ხდებოდა და
ძაღლს გაჰყვა. ლეილამ ბავშვის მშობლები აუზთან მიიყვანა და აჩვენა ადგილი, სადაც პატარა ჩაიძირა.

დედა შოკში იყო, ის ყვიროდა და ქმარს ეხვეწებოდა ბავშვი მალე გადაერჩინა. მამაკაცი სწრაფად გადაეშვა წყალში და პატარა სამშვიდობოს ამოიყვანა.

ბიჭს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს და სიცოცხლისკენ მოაბრუნეს. მალე სასწრაფო დახმარებაც მივიდა და ბავშვი კლინიკაში წაიყვანეს.

ექიმების თქმით, რამდენიმე წუთის დაგვიანებაც საკმარისი იყო, რომ ბიჭი მომკვდარიყო.

ლეილამ დროულად მიმართა პატრონებს და მისი დამსახურებით, ბავშვი გადარჩა. პატარა 2 დღის შემდეგ კლინიკიდან გამოწერეს.

Zooclub

დღეს ლეილა ოჯახის თილისმაა. ძაღლი მათთან პატარაობიდანვე იზრდება და პატრონებს ყოველდღიურად უზიარებს სითბოსა და სიყვარულს. განსაკუთრებით კი, ბავშვს, რომელსაც იცავს და უფრთხილდება.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ძაღლი ბავშვის მამას ტბისკენ ექაჩებოდა... მას წყალში ნანახმა გონება დაუბინდა

სპლიყვი თავისი მომვლელის გადასარჩენად აბობოქრებულ მდინარეში გადაეშვა

მამაკაცი ზღვაში იხრჩობოდა, მას 3 უპატრონო ძაღლი დაეხმარა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?