"მიკვირდა სხვა მშობლების, რომლებსაც ბავშვებთან ერთად სახლში ძაღლიც ჰყავდათ..." (+ვიდეო)
"მიკვირდა სხვა მშობლების, რომლებსაც ბავშვებთან ერთად სახლში ძაღლიც ჰყავდათ..." (+ვიდეო)
დევიდსა და ჯენის არასოდეს უფიქრიათ ძაღლის აყვანა, მათ პატარა ბავშვი ჰყავდათ და ეს ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზს წარმოადგენდა.
როდესაც ძაღლი პატრონმა ბანკის შესასვლელთან მიატოვა, ამ დროს ჯენიმ ბავშვთან ერთად ბანკის სიახლოვეს გაიარა. მათ დაინახეს მიტოვებული ცხოველი, როგორ იდგა დაბნეული და ხალხს ათვალიერებდა.

"მის თვალებში დიდი სევდა იყო, ამავე დროს დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა." - ამბობს ჯენი.
ქალს თავიდან ეგონა, რომ ძაღლი ბანკის შესასვლელთან პატრონს ელოდებოდა, თუმცა, მას თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ძაღლი უცხო მამაკაცმა დილით გადმოსვა მანქანიდან და დატოვა. ის მთელი დღე იმავე ადგილზე
იდგა, სადაც მიატოვეს.

ბავშვი ძაღლს მიუახლოვდა და მოეფერა, მას სახელიც მაშინვე მოუფიქრა, ტობი დაარქვა. მათ
დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი, სწორედ ამ დღის შემდეგ ტობი და ბავშვი განუყრელი მეგობრები გახდნენ.

პატარას თხოვნით, ჯენიმ ძაღლი სახლში წაიყვანა. მას შემდეგ ტობი მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს, სადაც მზრუნველი მეგობარი შეიძინა ბავშვის სახით.

ერთ დღეს ოჯახის პატარა წევრი ავად გახდა, მთელი ღამე ვერ დაიძინა სიცხისგან, ტობი გვერდიდან არ მოშორებია. მეორე დღეს ბავშვის დედამ ვიდეო კამერაზე აღბეჭდა, როგორ იწვა და თათებით ეხვეოდა ტობი პატარა მეგობარს.

იხილეთ ვიდეო

"არასოდეს მიფიქრია ძაღლის აყვანა, ვერ წარმომედგინა ბავშვთან ერთად ცხოველს როგორ უნდა ეცხოვრა ერთ ოჯახში. მიკვირდა სხვა მშობლების, რომლებსაც ბავშვებთან ერთად ძაღლიც ჰყავდათ, თუმცა, ტობიმ ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ჩემს შვილს ყოველი დღე გაუხალისა. მათ ხშირად ვტოვებ ერთად. ვიცი, რომ ჩემს შვილს ტობი ყოველთვის დაიცავს. მინდა, მივმართო დედებს, რომლებიც უკრძალავენ შვილებს ცხოველის ყოლას, ცხოველის გარემოცვაში გაზრდილი ბავშვები მეტად მზრუნველნი და მოსიყვარულე ადამიანები ხდებიან."- ამბობს ჯენი.

ასევე იხილეთ:

საშიშია თუ არა სახლში ცხოველის ყოლა პატარა ბავშვთან ერთად?

ძაღლი დედისგან მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავს

ძაღლები პირველად შეხვდნენ ოჯახის ახალშობილ წევრს, მათი რეაქცია საოცარია

neka
საოცარი ერთგულები, და მოსიყვარულე ცხოველებია. მათ ერთგულება მისჯილი აქვთ ამ ცხოვრებაში.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?