ძაღლი ბავშვის მამას ტბისკენ ექაჩებოდა... მას წყალში ნანახმა გონება დაუბინდა
ძაღლი ბავშვის მამას ტბისკენ ექაჩებოდა... მას  წყალში ნანახმა გონება დაუბინდა
2 წლის ალექსანდრა კენს ავსტრიიდან, ნამდვილად ჰყავს მფარველი ანგელოზი. და ეს ანგელოზი ოთხ ფეხზე დადის. 

ოჯახმა გადაწყვიტა ტბის პირას გაეტარებინათ დღე. სახლში დაბრუნებისას მშობლებმა ვერ დაინახეს, როგორ გადავარდა პატარა ალექსანდრა წყალში. ყველა სახლის გზას დაადგა, სწორედ ამ დროს ბავშვმა ტბაში გონება დაკარგა და იძირებოდა.

ალექსანდრას საყვარელი ძაღლი, სახელად ლილა, მაშინვე  გაიქცა ბავშვის მამასთან, შეუჩერებლად უყეფდა მას და ტბისკენ ანიშნებდა.

მამაკაცმა იგრძნო საშიშროება და ძაღლთან ერთად წყლისკენ გაიქცა. იქ იპოვეს ალექსანდრა, რომელიც თითქმის აღარ სუნთქავდა. დევიდი (ბავშვის მამა) უშედეგოდ ცდილობდა შვილის
გონებაზე მოყვანას. საბედნიეროდ, სამედიცინო ვერტმფრენი დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე და პატარა ბიჭი უახლოეს კლინიკაში წაიყვანეს.
ალექსანდრა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

"ექიმებს არ ეგონათ, რომ ჩვენი შვილი გადარჩებოდა. არაფერია იმაზე საშინელება, რაც მე გადავიტანე."-ამბობს დევიდი.

48 საათის შემდეგ სასწაული მოხდა. ბავშვმა დამოუკიდებლად სუნთქვა შეძლო.

Zooclub

საბედნიეროდ, მისი ტვინი დაზიანებას გადაურჩა. ლილას დახმარების გარეშე ის დაიღუპებოდა.

საუკეთესო მეგობრები ისევ ერთად ატარებენ დროს.

Zooclub

"ჩემი შვილი ოთხფეხა ანგელოზმა გადაარჩინა."-ამბობენ მშობლები.

ასევე იხილეთ:

ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია

იტალიაში ლეკვმა, სახელად მაფია, პატრონი და მისი ოჯახი მიწისძვრის დროს დაღუპვას გადაარჩინა

ნუ აუკრძალავთ ბავშვს ცხოველთან თამაშს

ika
საქართველოს პოლიტ-ელიტას ყველას ერთად არ ჯობია ეს ერთი ძაღლი? რა თქმა უნდა შედარებაც კი სირცხვილია , ბოდიშს ვუხდი ძაღლს
ძაღლუმადური
amina, ამ ხალხს სწორად აზროვნება "სჭირს", რაც ავადმყოფობა ჰგონია მავანს:)) - ძაღლმა რომ ერთგულება და გონიერება გამოიჩინა, ეს გაცილებით უფრო ბუნებრივია (ათასობით ვიცით ამისი მაგალითი), ვიდრე ის, რომ შინ მიმავალ ოჯახს თავისი პატარა ბავშვი დაავიწყდეს და ძაღლის "შესახსენებელი" გახდეს... ამიტომაც აქვს ხალხს რეაქცია მშობლებზე, თორემ ძაღლს, თუ გინდათ, მედალი დაკიდეთ - ძალიან არ გაიგოს!
amina
archil, ჩემი კომენტარის ადრესატი შენ არ ხარ!!!!! გვიან შევამჩნიე, ბოდიში.
amina
არ მინდა ვინმეს ვაწყენონო, მაგრამ ქართველებს რაღაც ამოუხსნელი ავადმყოფობა ჭირს. თემა ეხება ძაღლის ერთგულებას, ესენი კი აქცენტს უყურადღებო მშობლებზე აკეთებენ. საერთოდ აცდენილი ხართ რეალობას. ერთი სიტყვაც არავის დაუძრავს კომენტარებში ზაღლის ერთგულებასა და შესაძლებლობებზე.
ninca
გუშინ წავაწყდი ერთ ფაქტს,ქუთაისში,მამა წინ გარბოდა,უკან დედა პატარა ბავშვით,და მათ უკან უყურადღებოდ მეორე ბავშვი,გზაზე გადადიოდნენ,,ნუთუ შიშის გრძნობა არ აქვთ იმ მშობლებს.რაც არ უნდა ჭკვიანად მიდიოდეს ბავშვი რა იცი გზად რა შეხვდება.ყურადღება უნდათ ბავშვებს...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?