ძაღლი ბავშვის მამას ტბისკენ ექაჩებოდა... მას წყალში ნანახმა გონება დაუბინდა
ძაღლი ბავშვის მამას ტბისკენ ექაჩებოდა... მას  წყალში ნანახმა გონება დაუბინდა
2 წლის ალექსანდრა კენს ავსტრიიდან, ნამდვილად ჰყავს მფარველი ანგელოზი. და ეს ანგელოზი ოთხ ფეხზე დადის. 

ოჯახმა გადაწყვიტა ტბის პირას გაეტარებინათ დღე. სახლში დაბრუნებისას მშობლებმა ვერ დაინახეს, როგორ გადავარდა პატარა ალექსანდრა წყალში. ყველა სახლის გზას დაადგა, სწორედ ამ დროს ბავშვმა ტბაში გონება დაკარგა და იძირებოდა.

ალექსანდრას საყვარელი ძაღლი, სახელად ლილა, მაშინვე  გაიქცა ბავშვის მამასთან, შეუჩერებლად უყეფდა მას და ტბისკენ ანიშნებდა.

მამაკაცმა იგრძნო საშიშროება და ძაღლთან ერთად წყლისკენ გაიქცა. იქ იპოვეს ალექსანდრა, რომელიც თითქმის აღარ სუნთქავდა. დევიდი (ბავშვის მამა) უშედეგოდ ცდილობდა შვილის
გონებაზე მოყვანას. საბედნიეროდ, სამედიცინო ვერტმფრენი დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე და პატარა ბიჭი უახლოეს კლინიკაში წაიყვანეს.
ალექსანდრა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

"ექიმებს არ ეგონათ, რომ ჩვენი შვილი გადარჩებოდა. არაფერია იმაზე საშინელება, რაც მე გადავიტანე."-ამბობს დევიდი.

48 საათის შემდეგ სასწაული მოხდა. ბავშვმა დამოუკიდებლად სუნთქვა შეძლო.

Zooclub

საბედნიეროდ, მისი ტვინი დაზიანებას გადაურჩა. ლილას დახმარების გარეშე ის დაიღუპებოდა.

საუკეთესო მეგობრები ისევ ერთად ატარებენ დროს.

Zooclub

"ჩემი შვილი ოთხფეხა ანგელოზმა გადაარჩინა."-ამბობენ მშობლები.

ასევე იხილეთ:

ერთი ძველი ფოტოს სევდიანი ისტორია

იტალიაში ლეკვმა, სახელად მაფია, პატრონი და მისი ოჯახი მიწისძვრის დროს დაღუპვას გადაარჩინა

ნუ აუკრძალავთ ბავშვს ცხოველთან თამაშს

archil
ცხოვრებასჰი ყველაფერი ხდება და რაოდენ სასიხარულოა როცა ყველაფერი კარგად მტავრდება. არავინ არაფრისგან არ არის დაზგვეული და ნუ ფიოსოფობტ
m
შვილის ღირსი არ არი,უYურადღებო ბშობელი
თენგო
ძაღლი უფრო ყურადღებიანია, ვიდრე ეს უჯიშოები... სად ტრაკში იყურებოდნენ კი მაინტერესებს?
nona
ვინ იყვნენ ასეთი შტერები, 2 წლის ბავშვი ჯერ წყალში როგორ ჩავარდა და მერე როგორ ტტოვებდნენ, კიდევ კარგი ძაღლი თან ყავდათ, ბავშვის მშობლები უნდა მიიყვანო და ჩაახრჩო იმ წყალში. იდიოტები.
Shoko
ალექსანდრა გოგონებს ჰქვიათ.ბიჭებს კი ალექსანდრე.ეს ბავშვი კი ღმერთმა დალოცოს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?