იტალიაში ლეკვმა, სახელად მაფია, პატრონი და მისი ოჯახი მიწისძვრის დროს დაღუპვას გადაარჩინა
იტალიაში ლეკვმა, სახელად მაფია, პატრონი და მისი ოჯახი მიწისძვრის დროს დაღუპვას გადაარჩინა
ძაღლმა მაფიამ მიწისძვრის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მთელი ოჯახი გააღვიძა, რამაც მათი სიცოცხლე იხსნა.

გადარჩენის საოცარ ისტორიას ყვება იტალიის ქალაქ ამატრიჩეს მცხოვრები ოჯახი, რომელიც ლეკვის წყალობით, გადარჩა. ლეკვმა მიწისძვრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მთელი ოჯახი გააღვიძა, თითქოს მოახლოებული უბედურება იგრძნო.

"მიწისქვეშა ბიძგების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ის ჩვენს ლოგინში ამოხტა და გაცოფებულმა ყეფა დაიწყო. ჩვენ ჯერ გავბრაზდით, რადგან მთელმა ოჯახმა გავიღვიძეთ, ბავშვი კი სულ პატარა გვყავს, მაგრამ უეცრად მიწისძვრა დაიწყო. უცებ მოვახდინეთ რეაგირება, რადგან არ გვეძინა. მთელი ოჯახი ჩვენი პატარა ლეკვის
მადლობლებია, მისი წყალობით მოხ
და, რომ ახლა ცოცხლები ვართ. რომ გვძინებოდა, ასე უცებ ვერ დავტოვებდით სახლს და ნანგრევებში აღმოვჩნდებოდით", - ყვება მაფიას პატრონი ლუჩია დილიერი.

აღსანიშნავია, რომ დილიერების ოჯახი ცხოვრობდა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, რომელიც სტიქიური უბედურების დროს მთლიანად განადგურდა.

"ჩვენი სახლი გვერდით გადაწვა. ის ძველი იყო და ვერ გაუძლო დარტყმებს. ახლა მთელი ოჯახით - ჩემი მეუღლითა და შვილით ბანაკში ვცხოვრობთ. მაგრამ ყველაფერი კარგადაა", - ამბობს ოჯახის უფროსი რობერტო.

ამჟამად გადარჩენილი ოჯახი თავის ძაღლთან ერთად ამატრიჩეს სპორტულ ბანაკშია განთავსებული, სადაც ასევე მიწისძვრისგან დაზიანებული სხვა მცხოვრებლებიც იმყოფებიან.

Zooclub

შეგახსენებთ, რომ დამანგრეველი მიწისძვრა 24 აგვისტოს ღამეს, იტალიის ქალაქ ამატრიჩეში მოხდა. ამ მიწისძვრის დროს 280 ადამიანი დაიღუპა.

ნანგრევებიდან ხალხის გადარჩენაში მაშველებს სპეციალურად გაწვრთნილი მაშველი ძაღლებიც ეხმარებიან.
tea-s
რა სერიოზული შეცდომა აღმოაჩინეეეეეეეეეე )):
თეა
ამატრიჩე ქვია ქალაქს და არა ამატრიჩი.
nene
ძაღლი ბუნების საჩუქარია, ადამიანთა ცხოვრებაში. ისინი გვახალისრბენ,გვიცავენ, და ცდილობენ ჩვენზე იზრუნონ. ძაღლი უანგარო და ფხიზელი, ერთგული მეგობარია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?