ნევროპათოლოგმა მშობლებს ჩაუ-ჩაუს ჯიშის აყვანა ურჩია. თავიდან დედა წინააღმდეგი იყო...
ნევროპათოლოგმა მშობლებს ჩაუ-ჩაუს ჯიშის აყვანა ურჩია. თავიდან დედა წინააღმდეგი იყო...
ჩაუ-ჩაუს ათასწლიანი ისტორია აქვს. ჩინეთში არისტოკრატები მას ღმერთისგან გზავნილს უწოდებდნენ.

წლების განმავლობაში ჩაუ-ჩაუმ არაერთ გამოცდასა და სელექციონერების ექსპერიმენტს გაუძლო, თუმცა, ლეგენდებმა და მომშენებლებმა უამრავ კითხვას დღემდე ვერ გასცეს პასუხი. მაგალითად, რატომ აქვს ჩაუ-ჩაუს ლურჯი ენა და უნიკალურად სწორი უკანა თათები? საიდან აქვს მას შეუდარებელი ამაყი დუმილი?

და აი, კიდევ ერთი საოცარი ისტორია ერთგულ ძაღლზე, რომელიც ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლია.

ბლოგის ავტორი: "ჩემს ახლობელს სამი შვილი ჰყავს - 2 გოგონა და ერთი ბიჭი. ბიჭი შვიდთვიანი დაიბადა, ამას დაერთო ჯანმრთელობის პრობლემები. ბავშვი წელს ქვევით
პარალიზებული იყო.

პირველი 3 თვე მშობლები პატარას სხვადასხვა ექიმებთან ატარებდნენ, თუმცა, მკურნალობის კურსი უშედეგოდ სრულდებოდა.

ექიმმა-ნევროპათოლოგმა მშობლებს ურჩია, ჩაუ-ჩაუს ან ლაბრადორის ჯიშის ძაღლი აეყვანათ. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან 3 შვილთან ერთად დამატებით ძაღლის მოვლა მის ძალებს აღემატებოდა, მაგრამ ექიმმა უთხრა, რომ ეს მისი მხრიდან ბრძანება იყო და არა თხოვნა.

ოჯახმა 3 თვის ჩაუ-ჩაუს ლეკვი იყიდა. უფროსი გოგონები სიხარულით შეხვდნენ შინაურ ცხოველს, მაგრამ ძაღლი მათ ყურადღებას არ აქცევდა, ის მიცოცდებოდა პატარა ბიჭთან და მის კანს კბილებით ღეჭავდა და ლოკავდა.

მშობლები შოკში იყვნენ. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, ძაღლი მხოლოდ პარალიზებულ ადგილებს ღეჭავდა. ექიმის რჩევით, უფროსები ძაღლს პატარასთან მიახლოებას არ უკრძალავდნენ.

ოჯახში ყოველდღე მიდიოდა ექიმი-მასაჟისტი. ის მშობლებს აფრთხილებდა, რომ ბავშვისთვის 2 მასაჟის მიყოლებით გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ როცა გაიგო, თუ ვინ უკეთებს ბიჭს მასაჟს, ექიმმა უარი თქვა კურსის გაგრძელებაზე და დაამატა, რომ მისი მკურნალობა ძაღლის ტექნიკას ვერ შეედრება, რადგან ცხოველი ამას უზუსტესად აკეთებს.

Zooclub

და სასწაული მართლაც მოხდა. ერთი თვის შემდეგ ბავშვმა ორივე ხელით გაიწია ძაღლზე. მოგვიანებით, ძაღლი ბავშვს გადაადგილებისას ეხმარებოდა. შინაური ცხოველი პატრონობდა მას ისევე, როგორც საკუთარ ლეკვს.

დღეს პატარა 1 წელზე მეტისაა. ის თავისუფლად მოძრაობს და დადის."

ასევე იხილეთ:

რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მკურნალობენ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს კატების დახმარებით

უპატრონო ძაღლმა გადაარჩინა გოგონა, რომელსაც მანქანამ დაარტყა. მძღოლმა ის ტყეში გადააგდო

7 მიზეზი, თუ როგორ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას შინაური ცხოველი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?