ავადმყოფი ძაღლი, რომელიც ჯასტინ ბიბერმა მიატოვა, უილ სმიტის შვილმა გადაარჩინა
ავადმყოფი ძაღლი, რომელიც ჯასტინ ბიბერმა მიატოვა, უილ სმიტის შვილმა გადაარჩინა
"მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა 6 თვის წინ აყვანილი ძაღლის "მოშორება" გადაწყვიტა, რადგან ცხოველი მობეზრდა", - წერს "TMZ.COM"-ი.

შვიდი თვის ჩაუ-ჩაუს ჯიშის ლეკვი ტოდი ბიბერის ერთ-ერთმა მოცეკვავემ სახლში წაიყვანა, თუმცა, ვეტერინარული შემოწმებისას ცხოველს მძიმე ფორმის დისპლაზია აღმოაჩნდა. მისი გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო ოპერაცია, რომელიც 7 ათასი დოლარი ღირდა. ტოდის ახალ პატრონს ამ თანხის გადახდა არ შეეძლო.

შემოწირულობების წყალობით, მოცეკვავემ საჭირო თანხის შეგროვება შეძლო. ასევე, ძაღლს სოლიდური თანხით უილ სმიტის ბიჭი ჯეიდენი დაეხმარა.

ინტერნეტ პორტალის ცნობით, ბიბერს ცხოველის ოპერაციისთვის ერთი ცენტიც არ გადაუხდია.

ძაღლის
დღევანდელმა მფლობელმა მომღერალი გაამ
ართლა: "ბიბერმა არ იცოდა ტოდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გადავწყვიტე, ჯასტინისთვის ეს ამბავი არ გამემხილა."

საბედნიეროდ, ჩაუ-ჩაუ ოპერაციის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს და უკვე თამაშის ხასიათზეა.

ასევე იხილეთ:

ჯორჯ კლუნიმ გადაარჩინა ძაღლი, რომლის აყვანაც არავის სურდა

ლედი გაგას ძაღლს საკუთარი ინსტაგრამის ექაუნთი აქვს

მაილი საირუსს ცხოველთა მოყვარულები საკუთარი ძაღლის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ


BEBERI
შემძულდა ბიბერი DDDD
ლიზი
საზიზღრი :(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?