7 მიზეზი, თუ როგორ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას შინაური ცხოველი
7 მიზეზი, თუ როგორ აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას შინაური ცხოველი
ძაღლი, კატა, თუთიყუში, მღრღნელი - კომპანიონი ცხოველები, რომლებიც პატრონის ცხოვრებას დადებითი ემოციებით ავსებენ. ამ ცხოველებისგან სარგებელი შესაძლოა ხილული არ არის, თუმცა, ის არსებობს, რაც მეცნიერულად დამტკიცებულია.  

კომპანიონი ცხოველები ადამიანს თვითშეფასებას უმაღლებენ

კვლევები, რომლებიც გამოქვეყნებულია ჟურნალ "ინდივიდუალურ და სოციალურ ფსიქოლოგიაში", ადასტურებს, რომ შინაურ ცხოველთა მფლობელებს გაცილებით მაღალი თვითშეფასება აქვთ.  ისინი მეტად კონტაქტურები და ნაკლებად მორცხვები არიან, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც შინ კატა ან ძაღლი არ ჰყავთ.

შინაური ცხოველი ადამიანში ალერგიის წარმოქმნის რისკს ამცირებს


სპეციალისტების უმეტესობა არ ემხრობა გავრცელებულ აზრს, რომ ცხოველის სახლში ყოლა
ადამიანებში ალერგიის რისკს ზრდის.

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანი პატარაობიდან ძაღლთან ან კატასთან ერთად
იზრდება, ცხოველების მიმართ ალერგიის წარმოქმნის რისკი 50%-ზე ნაკლებია, ვიდრე ბავშვებში, რომლებიც მხოლოდ ადამიანების გარემოცვაში იზრდებიან.

ცხოველი გაგათავისუფლებთ ნეგატიური ემოციებისგან

საყვარელ ოთხფეხა მეგობარზე ფიქრი ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებასა და სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

კვლევის ფარგლებში, 97 შინაური ცხოველის მფლობელს სთხოვეს დაეწერათ მოთხრობა საკუთარ ცხოველზე ან დაეხატათ თავიანთი ქალაქის რუკა.

ცდისპირებს, რომლებიც საკუთარი ოთხფეხა ბინადრების შესახებ წერდნენ, ნეგატიური ემოციური ფონი დადებითი განწყობით ეცვლებოდათ, იმ დროს, როცა მეორე ჯგუფის მდგომარეობა არ შეცვლილა.

შინაური ცხოველი გაგათავისუფლებთ მარტოობის შეგრძნებისგან


გარდა მაღალი თვითშეფასებისა, კომპანიონ ცხოველს შეუძლია გაგათავისუფლოთ მარტოობის შეგრძნებისგან.

ძაღლის პატრონების თქმით, შინაურ ცხოველთან კონტაქტი იგივეა, რაც მეგობრების წრეში ყოფნა.

ძაღლი ეხმარება პატრონს, თავი საჭირო ადამიანად იგრძნოს.

შენიშვნა: კომპანიონი ცხოველის მფლობელი, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლებობას განიცდის, ძაღლთან ან კატასთან კონტაქტით არასოდეს ივსებს ამ დანაკლისს. ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი მიდრეკილია ადამიანებსა და ცხოველებთან ურთიერთობას და არა ადამიანების ჩანაცვლებას ცხოველებით.

ფიზიკური ფორმის შენარჩუნება

რთულია, მთელი დღის განმავლობაში უსაქმოდ იჯდე სავარძელზე და უყურებდე ტელევიზორს, როდესაც შინ მყოფი ძაღლი ან კატა ყურადღებას ითხოვს. შინაური ცხოველის მფლობელები სწორედ ამიტომ ითვლებიან მეტად აქტიურ ადამიანებად, ვიდრე ისინი, ვისაც შინ ძაღლი ან კატა არ ჰყავს.

კატასთან თამაში, ძაღლთან ერთად სეირნობა ფიზიკური აქტივობის ნიშანია, თუმცა, ძაღლის მფლობელებს მეტი მოძრაობა უწევთ, ვიდრე სხვა შინაური ბინადრების პატრონებს, რაც ჯანმრთელობასა და განწყობაზე დადებითად აისახება.

ცხოველი გიცავთ სტრესისგან

ზოოლოგ არდენ მურის თქმით, კატის ან ძაღლის უბრალო მოფერებასაც კი შეუძლია მოგანიჭოთ განტვირთვა და შეამციროს სტრესი.

მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ ოთხფეხა მეგობარმა შეიძლება იმაზე უკეთ დაგვამშვიდოს, ვიდრე მეგობარმა ან მეუღლემ. ადამიანისგან განსხვავებით, ცხოველი არასოდეს განგვსჯის და ვეყვარებით ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვართ.

ცხოველს შეუძლია დაარეგულიროს არტერიული წნევა

ეს კი ერთ-ერთი ყურადსაღები პუნქტია: უდავოა, სხვადასხვა მედიკამენტის საშუალებით, შეგიძლიათ არტერიული წნევის დარეგულირება, მაგრამ მათი რეგულარული მიღება ჯანმრთელობას ვნებს, ამასთანავე, ზოგჯერ მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტურია.

დამატება: საუკეთესო გამოსავალია თავშესაფრიდან ან ქუჩიდან ცხოველის აყვანა.

ქუჩაში მიტოვებული ცხოველი ხშირად შიმშილითა და სიცივით კვდება ან მანქანის ბორბლების მსხვერპლი ხდება.

თავშესაფრის თანამშრომლებს აჰყავთ ისინი, მკურნალობენ, უკეთებენ სტერილიზაცია/კასტრაციას და მხოლოდ ამის შემდეგ პოტენციურ პატრონს სთავაზობენ ცხოველის აყვანას. ამიტომ, დარწმუნებულნი იყავით, რომ კარანტინიდან გამოსული ცხოველი არასოდეს იქნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში. თუ ამაზე დიდხანს ფიქრობდით, თავშესაფარში მისასვლელად და ოთხფეხა მეგობრის ასაყვანად დღეს საუკეთესო დღეა.

ასევე იხილეთ:

5 ნიშანი, რომ კატა სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ

აუტისტ ბავშვებს სასურველია ჰყავდეთ შინაური ცხოველი

ძაღლს შეუძლია დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ჰიპოგლიკემიის შეტევა უწინასწარმეტყველოს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?