მამაკაცმა თავისი სახლის ეზო ძაღლების კომფორტულ გასართობად გადააქცია
მამაკაცმა თავისი სახლის ეზო ძაღლების კომფორტულ გასართობად გადააქცია
რამდენიმე წლის წინ პენსილვანიის მცხოვრებმა არონ ფრენკსმა გადაწყვიტა თავისი ძაღლებისთვის სამეფო საჩუქარი გაეკეთებინა. მან სახლის ეზო აქცია ოთხფეხა ბინადრების გასართობ და მოსასვენებელ ადგილად, სადაც ცხოველებისთვის მინი აუზიც გააკეთა.

"მათ ვკვებავ, ყოველდღე გამყავს სასეირნოდ, ვეთამაშები და სხვადასხვა ბრძანების შესრულებას ვასწავლი, მაგრამ დღის ბოლოს მეჩვენებოდა, რომ ყოველივე ეს საკმარისი არ იყო. თავს ვალდებულად ვგრძნობდი ჩემი ერთგული ძაღლებისთვის გამეკეთებინა ისეთი საჩუქარი, რომელიც ჩემს სიყვარულს გადმოსცემდა”, - ამბობს ფრენკსი.

მამაკაცს ჰყავს ოთხი ძაღლი: ტესა, ბრუნო, კუპერი და მია.

Zooclub

პენსილვანიელმა ძაღლების გასართობი მოედნის აშენება რამდენიმე
წლის წინ დაიწყო.

Zooclub

დღეს სათამაშო მოედანი სამი საფეხურისგან შედგება, სადაც არის არაერთი საინტერესო გასართობი და
სპეციალურად ძაღლებისთვის გაკეთებული აუზი.

Zooclub

პატრონს ცხოველებისთვის ტუალეტის გაკეთებაც  არ დავიწყებია.

Zooclub

ძაღლები საჩუქრით აღფრთოვანებულნი არიან.

Zooclub

"მათ ძალიან მოსწონთ მოედანი. ასაკოვანი ძაღლების გართობა ბალიშებზე წოლა და ნებივრობაა, საიდანაც იშლება ხედი. უმცროსი ძაღლებისთვის ეს უფრო სავარჯიშო ადგილია. ისინი ხშირად თამაშობენ, ხტუნაობენ და სიამოვნებით ცურავენ აუზში", - ამბობს პატრონი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ამ მოპსებს გაუმართლათ! პატრონი მათზე დიდძალ ქონებას ხარჯავს

5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?

ის ალბათ ყველაზე გათამამებული ძაღლია მსოფლიოში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?