ძაღლის ემოციების შესახებ...
ძაღლის ემოციების შესახებ...
ძაღლები ბუნებით ხალისიანი კომპანიონები არიან. ყოველთვის უხარიათ სასეირნოდ წასვლა ან თამაში პატრონებთან ერთად, თანაც მუდამ ცდილობენ, მას ასიამოვნონ. პატრონის შექება-გამხნევება მათთვის საუკეთესო სტიმულია. ეს თვისება კი, ძალზე მნიშვნელოვანია.

ემოციების გამოხატვა
ზოგი ძაღლი ემოციებს სხვებზე უფრო მძაფრად გამოხატავს, რაც დაკავშირებულია ექსტერიერის ზოგიერთ თავისებურებასთან. შედარებით დიდი და ათლეტური ჯიშები უკეთ უმკლავდებიან ემოციებს, ვიდრე ფინიები. მაგალითად, მოპსები.
განსაკუთრებით ადვილად ჰყვებიან ემოციებს ახალგაზრდა ძაღლები, თანაც იმდენად, რომ ზოგჯერ აუცილებელი ხდება მათი დამშვიდება.
როდესაც ძაღლის სასეირნოდ გაყვანას დააპირებთ, ის შეიძლება, რამდენჯერმე შემოგახტეთ, სანამ საყელურზე საბლის
გამობმას მოასწრებთ. ეს არა მხოლოდ გაგირთულებთ საქმეს, არამედ შეიძლება, მიწაზეც დაგანარცხოთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთ
დროს, ლეკვს მკაცრად მოეპყროთ, რადგან ეს პრობლემა შემდგომში უფრო სერიოზული გახდება, განსაკუთრებით, დიდი ჯიშების შემთხვევაში! აგრეთვე, დარწმუნდით, რომ სიტუაციის მართვას შეძლებთ და აღელვებული ძაღლი საბლით არ გაგათრევთ.

აღელვებული ყეფა
ძაღლმა თავისი აღელვება შეიძლება, ხანმოკლე განმეორებითი ყეფით გადმოსცეს. ზოგიერთი ჯიში ხალისიან განწყობას ყურების მოძრაობითაც გამოხატავს.

მოძრაობის დროს

როდესაც აღელვებული ძაღლი გარბის, სხვა ემოციები ნაკლებად ეტყობა. იგი მოძრაობისას დროდადრო დაიყეფებს, იმ შემთხვევაში, თუ პირით რაიმე საგანი არ მიაქვს.

სათავეებთან
აღელვებულმა ძაღლებმა შეიძლება, გაიხსენონ თავიანთი სამუშაო ინსტიქტები და მახლობელ ტბაში ჩახტნენ.

გატაცებით თამაში
გარეთ გამოსვლით ძაღლის ემოციები არ ცხრება - ის დარბის, სათამაშოებს დასდევს და პატრონთან მიაქვს. ასეთი თამაში მათ შორის კავშირს ძალზე ამყარებს. ზოგიერთ ჯიშს, განსაკუთრებით, რეტრივერს თამაშისკენ ინსტიქტური მიდრეკილება აქვს. თუმცა, ასე ნებისმიერი ძაღლიც მოიქცევა, თუ ამას ლეკვობიდან მიაჩვევთ, რადგან ბებრები შედარებით ცუდად ითვისებენ თამაშის წესებს. როგორც კი ძაღლი თამაშს ისწავლის, ყოველთვის აღტაცებით შეხვდება მისი განმეორების შესაძლებლობას - მათ ხომ შესანიშნავი მეხსიერება აქვთ! თუ მას რეგულარულად ეთამაშებით, მალე დაინახავთ, როგორ ცდილობს ძაღლი თქვენს გამოწვევას და ამისთვის ჯიუტად მოაქვს თქვენთან სათამაშო.

სიმშვიდის პერიოდები
აღელვებული ძაღლი ჩვეულერბივზე ცუდად რეაგირებს ბრძანებებზე; მას თამაში უფრო აინტერესებს, ვიდრე თქვენი მითითებები. მიზანშეწონილია თამაშის დროს შესვენება, რათა ძაღლი დამშვიდდეს და თქვენს ნათქვამს ყურადღება მიაქციოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც აღელვებული მისდევს ბურთს ან სათამაშოს, ყურადღებას აღარაფერს აქცევს: შეიძლება, ქუჩაზე გადარბენაც სცადოს ან ფეხი წამოკრას რამეს. თუ მისმა ქცევამ შეგაშფოთათ, არასოდეს გამოეკიდოთ. ძაღლისთვის ეს იქნება თამაშის ნაწილი, თქვენ კი ხროვის წევრი, რომელიც მასთან ერთად დარბის; ამიტომაც ბრძანებაზე არ გაჩერდება. თუ მშვიდად იქნებით, ადგილიდან ფეხს არ მოიცვლით და ზურგს შეაქცევთ, თითქოს, საპირისპირო მხარეს გინდათ გახედვა, ძაღლი თავად შეანელებს სირბილს და დამშვიდდება.

ანცი ხასიათი
ძაღლები ბუნებით მოხერხებულნი და მოქნილნი არიან. როგორც კი საშუალება მიეცემათ, ხალისით დარბიან და აქეთ-იქით დახტიან.

Zooclub


ფრთხილად!

აღელვებული ძაღლისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, საფრთხეს ვერ აღიქვამს, განსაკუთრებით სახიფათოა მაგარი საგნის ტარება პირით, რადგან თუ ფეხი რაიმეს წამოკრა და დაეცა, შეიძლება, პირის ღრუ ან სხეულის რომელიმე ნაწილი დაუზიანდეს.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?