მათთვის პატრონი სამყაროს ცენტრია. ისაა, ვის გარეშე ცხოვრებაც მათთვის წარმოუდგენელია. ამიტომ ხშირად, მიტოვებული ან გარდაცვლილი ადამიანების ძაღლები არასოდეს შორდებიან ადგილს, რომელიც მათთვის პატრონზე მოგონების გამო ყველაზე ძვირფასია.
23 აპრილს ქუთაისის შემოვლით გზაზე შემზარავი ავარია მოხდა. ავარიაში 5 ადამიანი დაიღუპა, მეექვსე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ ტრაგედიას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. დაკრძალვაზე მისულ ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს, ამ საშინელების შემხედვარეს, გულმა ვერ გაუძლო და გულის შეტევით იქვე გარდაიცვალა.
ხათუნა ფალავანდიშვილმა ძაღლი სადღაც მოშორებით იპოვა... ძაღლი დარდობდა... მოთქვამდა... სლუკუნებდა... პატრონის სიკვდილს გულამომჯდარი განიცდიდა...
ძაღლები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე საოცრად ერთგულები არიან... ამაზე უკვე საუბარიც ზედმეტია თითქოს, რადგან ერთ-ერთი ჭეშმარიტებაა...
არავინ იცის, გარდაცვლილი მამაკაცის ძაღლი როგორაა ახლა. იმედი გვაქვს, რომ გაუძლებს ტკივილს და პატრონის ოჯახს იგი იმაზე ბევრად მეტად ეყვარება, ვიდრე აქამდე... ეს საოცრად ერთგული არსება დიდი სიყვარულის ღირსია!
იხილეთ ვიდეო
_ _ _
დღის ბოლოს დავუკავშირდით ხათუნა ფალავანდიშვილს და მოვიკითხეთ ძაღლი. ბოლო ინფორმაციით, ძაღლი ჭამს, სვამს, მაგრამ იმ ადგილს არ სცილდება... ის უბრალოდ დარდობს...