ეს ძაღლები უნდა დაეძინებინათ, მაგრამ ისინი წუთებით ადრე იხსნეს (+ფოტო)
ეს ძაღლები უნდა დაეძინებინათ, მაგრამ ისინი წუთებით ადრე იხსნეს (+ფოტო)
გაიცანით პიკასო. ძაღლი, რომელსაც გამრუდებული ყბა აქვს. ის პაბლოსთან ერთად თავშესაფარში დაძინების მიზნით დატოვეს. პატრონმა მისი და-ძმა გაყიდა, მაგრამ პიკასო, რომელსაც ყბის პათოლოგია ჰქონდა, არავინ წაიყვანა, ამიტომ თავშესაფარში ჩააბარეს. პიკასო თავშესაფარში პაბლოს შეხვდა (ოჯახმა, რომელმაც ის იყიდა, მალევე გადაიფიქრა ძაღლის ყოლა და პაბლოც თავშესაფარში მოხვდა) და ისინი დაძმობილდნენ. ძალიან მალე ორივე პატარა სამუდამოდ უნდა დაეძინებინათ.

საბედნიეროდ, სიტუაციაში Luvable Dog Rescue-ი ჩაერია.

”ვკითხე, ყავთ თუ არა მათ განსაკუთრებული ძაღლები”, - ყვება Luvable Dog Rescue-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიზლი ვილჰარდტი, - "თავშესაფრის თანამშრომლებმა
პიკასოს ფოტო გამომიგზავნეს. როდესაც მისი ფოტო ვნახე, მივხვდი, რომ ჩემთვის ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება."

Luvable Dog Rescue-ი გააკონტროლებს, რომ ძმები ერთად აიყვანოს ოჯახმა მას მერე, რაც პიკასოს ყბაზე აუცილებელი ოპერაცია ჩაუტარდება.


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?