ძაღლს დაარტყა მანქანამ, მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს და მაინც გადარჩა
ძაღლს დაარტყა მანქანამ, მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს და მაინც გადარჩა
ნამდვილი სასწაული მოხდა ქალაქ ოზარკში (ალაბამას შტატი): ძაღლმა ლაზარმა სიკვდილი ორჯერ დაამარცხა. ცხოველს მანქანამ დაარტყა და შედეგად არაერთი ტრავმა მიიღო... ამის შემდეგ ლაზარი მოხვდა ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ვეტერინარებმა გადაწყვიტეს, მისთვის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაეკეთებინათ.

უპატრონო ცხოველების კონტროლის ინსპექტორმა ვანდა სნელიმ საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ გაუკეთეს ძაღლს სასიკვდილო ნემსი, რომელსაც ლაზარი უნდა დაეძინებინა. რაც შემდეგ მოხდა, სპეციალისტებისთვის აუხსნელი მოვლენაა:

როგორც ჩანს, ძაღლი სიკვდილს არ აპირებდა და ბოლომდე იბრძოდა. ვეტერინარმა ლაზარს სასიკვდილო ინიექციის მეორე ნემსი გაუკეთა, თუმცა, მომდევნო დილას ცხოველმა ჩვეულებრივად გაიღვიძა,
კუდს აქიცინებდა და სასუსნავს ითხოვდა.

ამ ფაქტის მომსწრენი გაოცებულნი იყვნენ. ერთი თვე არ იყო გასული,
რომ ლაზარი თავშესაფრიდან მოსიყვარულე ოჯახმა აიყვანა. დღეს ის სრულიად გამოჯანმრთელდა და ცხოვრებას ბედნიერი განაგრძობს.

Zooclub

ვეტერინარებს მომხდარი ფაქტი დღემდე ვერ აუხსნიათ. თავშესაფრის თანამშრომლები დარწმუნებულნი არიან, რომ ლაზარი სიცოცხლის დიდი სურვილით გადარჩა.

ასევე იხილეთ:

მადლიერი კენგურუ თავის გადამრჩენელთან ჩასახუტებლად ყოველდღე ბრუნდება

ძაღლი, რომელიც ცარიელ სახლში ცხოვრობდა, ვერ იჯერებს, რომ საკუთარი ახალი ოჯახი აქვს

წყვილმა ცხოველების თავშესაფარში დარჩენილი უკანასკნელი ძაღლი აიყვანა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?