წყვილმა ცხოველების თავშესაფარში დარჩენილი უკანასკნელი ძაღლი აიყვანა (+ვიდეო)
წყვილმა ცხოველების თავშესაფარში დარჩენილი უკანასკნელი ძაღლი აიყვანა (+ვიდეო)
5 წლის უსინათლო გერმანულ ნაგაზს, რომელიც თავშესაფარში საშინელ მდგომარეობაში მიიყვანეს, საშობაო სურვილი აუხდა და მოსიყვარულე ოჯახი იპოვა.

არიზონას ცხოველთა თავშესაფარმა შობამდე 313 შინაური ცხოველის გაჩუქება შეძლო. გალიაში მხოლოდ ერთი ძაღლი, ბრაიენი დარჩა, რომელიც უკანასკნელი 314-ე  ბინადარი იყო.

მომვლელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მისი გაჩუქების შანსი ძალიან დაბალი იყო, რადგან ბრაიენი უსინათლოა, მაგრამ ისინი იმედოვნებდნენ, რომ გამოჩნდებოდა კეთილი ადამიანი, რომელიც გერმანულ ნაგაზს ოცნებას აუხდენდა... და ეს მოხდა!

Zooclub

პეტი მუერი რამდენიმე წლის წინ შეზღუდული შესაძლებლობების ძაღლს პატრონობდა. როცა მან ბრაიენის ფოტო ნახა, მისი
აყვანა გადაწყვიტა.

საბედნიეროდ, უსინათლო გერმანული ნაგაზი შობას მოსიყვარულე ოჯახში შეხვდება.
მუერის თქმით, ძაღლი მალე შეეჩვია
ახალ გარემოს, სახლში ყველა ნივთს სუნით აღიქვამს.

ეს ამბავი უპატრონო ძაღლისთვის ნამდვილი საშობაო ზღაპარია.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

თავშესაფარში მყოფი ძაღლი მნახველებს ცეკვით აწონებს თავს, რათა მზრუნველი პატრონი იპოვოს

თავშესაფრიდან და ქუჩიდან აყვანილი ძაღლები და მათი პირველი დღე პატრონთან

ძაღლი, სახელად ფრიკადელო, უბედნიერესია, რომ თავშესაფრიდან აიყვანეს
bebe
ბედნიერება ასეთ კეთილ ადამიანებს გვერდს არ აუვლის. ბრავო, ბრავო, ბრავოოოოოო...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?