"ის ყველაზე თბილი ცხოველია მსოფლიოში", - ასე მოიხსენიებს ადამიანი, რომელმაც აბიგეილი გადაარჩინა.
კენგურუ 5 თვის იყო, როდესაც დედა მოუკვდა და მოხვდა ალის სპრინგის თავშესაფარში. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ცხოველი ადგილობრივი "პრინცესა" გახდა.
ის თავისუფლად ცხოვრობს თავშესაფრის სიახლოვეს, თუმცა, არასოდეს ავიწყდება თავის გადამჩენელებთან სტუმრად მისვლა და თბილად ჩახუტება.
აი, ასე იწყება ყოველი დილა...