ძაღლი ყინულებს თავს ვერ აღწევდა და ნელ-ნელა ძალა ელეოდა... (+ვიდეო)
ძაღლი ყინულებს თავს ვერ აღწევდა და ნელ-ნელა ძალა ელეოდა... (+ვიდეო)
სოფელ უსტ-დოლისიში (ფსკოვი) გზაზე მომუშავე მუშებმა გაყინულ მდინარეში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს. ვიდეოჩანაწერი "Youtube"-ზე 11 ნოემბერს გამოქვეყნდა.

"Nevel.me"-ის ინფორმაციით, როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ ძაღლი იძირებოდა, მაშინვე ნაპირთან დაბმული ნავი ახსენს და მდინარეში შეცურდნენ. მათ ყინულების ნატეხებს შორის გაიარეს. მამაკაცებმა ძაღლი გაყინული მდინარიდან ამოიყვანეს.

”რაღაც კარგი მაინც გავაკეთეთ დღეს”, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

მათ ძალიან უხარიათ, რომ ძაღლი გადაარჩინეს. ეს სიხარული ძალიან გულწრფელია და ამტკიცებს, რომ ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.

მათ გადარჩენილი ძაღლი კოცონთან გაათბეს და დაიტოვეს.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?