7 მოულოდნელი მიზეზი, რატომ უნდა ეძინოს ძაღლს პატრონის გვერდით
7 მოულოდნელი მიზეზი, რატომ უნდა ეძინოს ძაღლს პატრონის გვერდით
არსებობს მოსაზრება, რომ ძაღლს პატრონის გვერდით არ უნდა ეძინოს. არაერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ძაღლი ბინძურია და მისი საწოლში ძილი - არაჰიგიენური.

მაგრამ შეიცვლით აზრს, თუ გეტყვით, რომ ეს მითია?

შინაურ ბინადართან ძილს არაერთი დადებითი მხარე აქვს. ეს კარგია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე ცხოველისთვისაც.

ასე რომ, თუ მოგწონთ ცივ ზამთარში ფუმფულა ცხოველს ჩაეხუტოთ და ტკბილად დაიძინოთ, ამაში ცუდი არაფერია. ამ დროს თავს იგრძნობთ კომფორტულად და თუ ღამე გემრიელად გძინავთ, დღეც წარმატებული იქნება.

შინაური ბინადრები ქმნიან კომფორტს

Zooclub

ძაღლის სხეული და მისი რითმული
სუნთქვა საოცრად ამშვიდებს.
ეს თავს მყუდროდ გაგრძნობინებთ.

უძილობის საუკეთესო "წამალი"

Zooclub

ძაღლის სიახლოვეს ყოფნა სიმშვიდეს გმატებთ. ეს შეგიმსუბუქებთ სტრესს და თავს იგრძნობთ უსაფრთხოდ.

შინაურ ბინადართან ჩახუტებით, იხსნით სტრესსა და შფოთს

Zooclub

კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ძაღლი გაგათავისუფლებთ სტრესისგან. მისი პოზიტიური მზერა და ყურადღება თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

ისინი უზრუნველყოფენ სითბოს

Zooclub

საწოლში მყუდროდ მოკალათებული ძაღლი გამათბობლის როლს ასრულებს. უდავოა, ცხელ ზაფხულში ეს დისკომფორტის განცდას იწვევს, მაგრამ ყინვასა და ცივ ამინდში შინაური ბინადრის ყოფნა საწოლში უბრალოდ ზღაპარია.

ისინი ებრძვიან დეპრესიას

Zooclub

ძაღლი პატრონს დიდ სიყვარულს გადასცემს. დეპრესიის დროს, ამის გაცნობიერება რთულია, მაგრამ შინაური ბინადრები რთულ პერიოდში საოცრებებს ჩადიან, რათა პატრონის განწყობა გაუმჯობესდეს.

უსაფრთხოების შეგრძნება

Zooclub

იცით, რომ ყოველთვის გითვალთვალებთ ორი ყურადღებიანი თვალი, განსაკუთრებით, როცა გძინავთ. დაუმატეთ ამას ძაღლის საოცარი სმენა, ყნოსვა და წინათგრძნობა. ამას მოაქვს სიმშვიდე და უსაფრთხო ძილი.

და ბოლოს, საწოლში ძილი ძაღლისთვისაც კარგია

Zooclub

თქვენს ძაღლს ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად უყვარხართ. მიეცით მას საშუალება იყოს თქვენს გვერდით, რადგან ის თავს გრძნობს კომფორტულად. მშვიდი ძილი კი, ყველასთვის აუცილებელია.

ასევე იხილეთ:

შინაური ბინადრები ადამიანებს მშვიდ ძილში ეხმარებიან

ძილის 10 უცნაური მანერა, რომელიც თქვენს კატას ძალიან მოწონს

რამდენიმე საინტერესო ფაქტი კატებზე და სასარგებლო რჩევები

თინათინი
საკუთარი ბავშვის ჩაწვენა რატომღაც არ არის მიღებული-არაჰიგიენურიაო. ნუთუ ძაღლი და კატა უფრო სასიამოვნოა? პირადად მე ასეთ სცენებზე გული მერევა. საზღვარგარეთ ხომ სულ გაგიჟდნენ. სახლში უკვე გოჭები, ენოტები, მანგუსტები დაუდიან. წარმომიდგენია, რა სუნი და სიბინძურეა.
თათა
გეთანხმებით, ქ-ნო ლუსინდა. ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, მიყვარს, მაგრამ ძაღლის და კატის ნაწოლ ბეწვიან ლოგინში ვერ ჩავწვები! არც ჩვილ ბავშვებთან ცხოველების ჩახუტების მომხრე ვარ. პატარას ზედმეტად კოცნას ვერიდებით ადამიანები და ძაღლმა რატომ უნდა ულოკოს სახე ბავშვს?
შველიძე ლუცინდა
ჩემს სულელ შვილიშვილებს კიდევ თქვენი არგუმენტებით გადარევა უნდათ?! სახლში ორი ძაღლი და ერთი კატა ჰყავთ.რა უნდა ძაღლს სახლში და, მითუმეტეს, ლოგინში!გადავირიე ქალი!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?