რამდენიმე საინტერესო ფაქტი კატებზე და სასარგებლო რჩევები
რამდენიმე საინტერესო ფაქტი კატებზე და სასარგებლო რჩევები
კატის შესაძლებლობები ყველაზე იდუმალი და ამოუცნობია მეცნიერთათვის. ესენია: ტელეპატიური უნარი, თვითმკურნალობა, წინათგრძნობა და სხვა. არავინ იცის ყოველივე ეს, მითია თუ სინამდვილე, თუმცა, ყველა ერთ რამეზე თანხმდება, რომ კატა უნიკალური ცხოველია, რომელმაც ადამიანების სიყვარული დაიმსახურა.

ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე უცნაური ფაქტი კატებზე, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ.

1. კატას შეუძლია ზღვის წყალი დალიოს. მის თირკმელებს მარილის გაფილტვრის უნარი აქვს.

Zooclub

2. კატას შეუძლია ულტრაბგერების გაგება. ულტრაბგერებით ბევრი ცხოველი ურთიერთობს. მაგალითად, მღრღნელები და დელფინები. ადამიანს ულტრაბგერების აღქმის უნარი არ შესწევს.

Zooclub

3. კნუტები მხოლოდ ძილის დროს
იზრდებიან. სწორედ ამიტომ ისინი დიდ დროს უთმობენ ძილს, რადგან ზრდის ჰორმონი ამ დროს გამოიყოფა.

Zooclub

4.
ძუ კატა ხშირად იყენებს მარჯვენა თათს, ხოლო ხვადი - მარცხენას.

Zooclub

5. კატის ცხვირის ანაბეჭდი ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითს ანაბეჭდი.

Zooclub

6. კატის ტვინი ძალიან გავს ადამიანის ტვინს. ემოციის შემთხვევაში კატის ტვინში აქტიურდება იგივე მიდამოები, რომლებიც ადამიანის ტვინში.

Zooclub

7. კატისებრთა ოჯახის უძველესი წარმომადგენლები არსებობდნენ 50 მილიონი წლის წინ.

Zooclub

8. ასპირინი კატებისთვის სასიკვდილოდ საშიშია.

Zooclub

9. კატის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 38 გრადუსია.

Zooclub

10. საყვარელი კატის დაღუპვის შემთხვეაში, ეგვიპტელები მის საპატივცემულოდ იპარსავდნენ წარბს.

Zooclub

11. რაც უფრო მეტს ესაუბრებით კატას, მით მეტს გესაუბრებათ ის.

Zooclub

12. კატების ჩხუბი ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი და დაუნდობელია. მათი მთავარი "იარაღი" კბილებია.

Zooclub

სასარგებლო რჩევები:

1. თუ კატა ავეჯს აზიანებს, წაუსვით იმ ადგილებს ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. კატა ვერ იტანს ციტრუსის სუნს.

2. არასოდეს კვებოთ თქვენი კატა ძაღლისთვის განკუთვნილი საკვებით (კორმით). კატას პროტეინის მოთხოვნილება 5-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე ძაღლს.

3. თუ კატის ტუალეტს/ქვიშას დაუმატებთ მწვანე ჩაის მშრალ ფოთლებს, არასასიამოვნო სუნს თავიდან აიცილებთ.

4. შეეცადეთ დილით და საღამოს რამდენიმე წუთი დაუთმოთ კატის დავარცხნას და თქვენს სახლში შედარებით ნაკლები ცხოველის ბეწვი იქნება.

გაუფრთხილდით თქვენს ფუმფულა ბინადრებს.

ასევე იხილეთ:

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ძაღლებზე

საინტერესო ფაქტები ზარმაცას შესახებ

საოცარი ფაქტები დელფინების შესახებ და მათი წარმოუდგენელი შესაძლებლობები

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?