საინტერესო ფაქტები ზარმაცას შესახებ
საინტერესო ფაქტები ზარმაცას შესახებ
ეს ცხოველი თითქოს ზარმაცი და ზანტი ჩანს, თუმცა, ეს ასე არაა. ამასთანავე, ზარმაცა იმდენად საყვარელი ცხოველია, მისი ყურება საათობით არ მობეზრდება ცხოველთა მოყვარულ ადამიანს. 

ამ ცხოველის შესახებ შევკრიბეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

1. ზარმაცას 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 10 საათი სძინავს.

2. ამ ცხოველს ემტერებიან მტაცებლები: არწივი, გველი და იგუანა. თუმცა, ზარმაცა მათგან კარგად იცავს თავს, რადგან ის თითქმის მთელ ცხოვრებას ხეზე ატარებს და იმალება.

3. ზარმაცა არსებობს ორთითა და სამთითა. ორთითა ზარმაცა შედარებით დიდი ზომისაა.

Zooclub

4. ზარმაცას საკვების რაციონი შეადგენს მხოლოდ გარკვეული სახეობის
ფოთლებს, ის ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ვიტამინებს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ზარმაცა ძალიან ზანტად
მოძრაობს. ამით ის ინახავს ენერგიას.

5. როდესაც მდედრი ზარმაცა მზადაა გამრავლებისთვის, ის მაღალ ხმაზე ყვირის, რათა ახლოს მყოფი მამრის ყურადღება მიიქციოს.

6. პირველ რამდენიმე კვირას ახალშობილი ზარმაცა დედის მუცელზე მიკრული ატარებს, ხოლო შემდეგ ისინი კიდევ 4 წელი არიან ერთად.

Zooclub

7. ზარმაცას ბეწვი დაფარულია ხავსისმაგვარი საფარით, რადგან მის ბეწვში ბინადრობს ლურჯ-მწვანე მიკროსკოპული
წყალმცენარეები.

Zooclub

8. ზარმაცა ხიდან მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩამოდის, რათა ბუნებრივი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. 

9. ისინი თითქმის მთელ ცხოვრებას ხეზე ატარებენ.

10. ზარმაცა ცხოვრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტყეებში.

11. სამთითა ზარმაცას შეუძლია თავი შეაბრუნოს 360 გრადუსამდე.

12. მინიატურული სამთითა ზარმაცა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რიგს მიეკუთვნება.

13. ორთითიანი ზარმაცა ღამის აქტიურ ცხოვრებას ეწევა იმ დროს, როცა სამთითიანს დღე ღვიძავს, ხოლო ღამით იძინებს.

14. გადაშენებული ზარმაცა ისეთივე დიდი ზომის იყო, როგორც დღევანდელი სპილო.

15. ზარმაცას კუჭის მომნელებელი სისტემა ძალიან ნელა მუშაობს. ზოგჯერ საკვების გადამუშავებისთვის ამ ცხოველს 1 თვე სჭირდება.

16. ზარმაცა ერთ-ერთი საუკეთესო მცურავია ცხოველებს შორის.

ასევე იხილეთ:

საინტერესო ფაქტები ცხენებზე

საინტერესო ფაქტები სირაქლემაზე, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ძაღლებზე

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?