error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/f49e1d3ee315772de8eb25bef245c828.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ძაღლი ასე შეიცვლებოდა, ჭარბი წონისგან მას სიარულიც აღარ შეეძლო
ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ძაღლი ასე შეიცვლებოდა, ჭარბი წონისგან მას სიარულიც აღარ შეეძლო
ნებისმიერი მოსიყვარულე პატრონი თავის ოთხფეხა მეგობარს გემრიელი სასუსნავებით ანებივრებს, მაგრამ ზღვარი აუცილებელია, როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველისთვის.

ცხოველი ვერ აცნობიერებს, რა არის მისთვის საზიანო, მაგრამ მფლობელმა უნდა იცოდეს, რა ავნებს მის ოთხფეხა მეგობარს.


8 წლის ძაღლი კეილ ჩიპსი ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რომ პატრონი ხშირად ანებივრებდა მას გემრიელი სასუსნავებით, თუმცა, შედეგად მიიღო საშინელი წონა და ჯანმრთელობის პრობლემები.

კეილის პატრონი გონებრივი ჩამორჩენით იტანჯებოდა. ის ვერ ხვდებოდა, რომ ბევრი საკვებით, ძაღლს კლავდა. ცხოველს ჭარბი წონისგან სიარული აღარ შეეძლო და ხერხემალი აწუხებდა. საცოდავი ძაღლი ჩამოართვეს
პატრონს და გადაიყვანეს ჩიკაგოს თავშესაფარში. თანამშრომლებმა კეილის ისტორია სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რათა მისთვის მზრუნველი პატრონი
ეპოვათ.

Zooclub

კეილი თავშესაფრის ძაღლებისგან ძალიან განსხვავდებოდა. იქ ჩვეულებრივ მიყავდათ გამხდარი, მშიერი ცხოველები. გასაკვირი არ იყო, რომ ძაღლის აყვანის მსურველები მას მეტ ყურადღებას უთმობდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, გამოჩნდა ცხოველთა მოყვარული ადამიანი, რომელმაც მისი აყვანა გადაწყვიტა. მამაკაცმა კარგად იცოდა, როგორ დაებრუნებინა ცხოველი ფორმაში.

Zooclub

კეილის ახალმა პატრონმა დიეტა შეურჩია. ცხოველი ყოველდღე რამდენიმე საათი დარბოდა და ბევრს სეირნობდა. მან სწრაფად დაიკლო წონაში და დაემსგავსა ნამდვილ ძაღლს.

Zooclub

დღეს კეილი იწონის არა 40 კილოგრამს, არამედ მხოლოდ 18 კგ-ს.

Zooclub

უდავოა, ძაღლის პირველ მფლობელს უყვარდა თავისი ოთხფეხა ბინადარი. ასევე, ცდილობდა მასზე ზრუნვას, მაგრამ ვერ აცნობიერებდა, როგორ იტანჯებოდა კეილი.

ასევე იხილეთ:

მსუქანი კატა, რომელსაც დიეტა დაუნიშნეს

როგორ გამოვკვებოთ ცხოველები

კატამ, სახელად სკინი, 10 კილო დაიკლო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?